საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 503
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018812
  • Word
503
12/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
000000000.00.003.018812
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №503

2015 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე

1. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, დევნილთა განსახლების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის მიმართოს დაახლოებით 320 294,38 (სამას ოცი ათას ორას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და 38 თეთრი) ლარი, საიდანაც:

ა) 21 880,13 (ოცდაერთი ათას რვაას ოთხმოცი ლარი და 13 თეთრი) ლარი მიიმართება ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ. №63-ში მდებარე სანატორიუმ „ლიკანი 2“-ის შიდა ცენტრალური წყალკანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის;

ბ) 264 188 (ორას სამოცდაოთხი ათას ას ოთხმოცდარვა) ლარი მიიმართება ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ. №63-ში მდებარე სანატორიუმ „ლიკანი 3“-ის სახურავისა და წყალკანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის;

გ) 34 226,25 (ოცდათოთხმეტი ათას ორას ოცდაექვსი ლარი და 25 თეთრი) მიიმართება ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ. №133-ში მდებარე სანატორიუმ „ბორჯომის“ წყლისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

პრემიერ-მინისტრი                         ი. ღარიბაშვილი