დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 500 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018775 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №500
2015 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ცენტრსა და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირს (IUCN – International Union for Conservation of Nature) შორის 2015 წლის 3 მარტს გაფორმებული საკონსულტაციო ხელშეკრულების ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შემდეგი ექსპერტების მომსახურების შესყიდვა:
ა) გია ბერაია - ქ. ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
ბ) შორენა ყაველაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;
გ) თომა დეკანოიძე - სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი, სატყეო მეურნეობის მაგისტრი.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები