დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო(არაკომერციული)იურიდიული პირისათვის-საქართველოს რაგბის კავშირისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 497 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018767 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №497
2015 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - საქართველოს რაგბის კავშირი სათვის უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირს უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოქალაქევში მდებარე 48043 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №44.06.23.208 ).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლების გადაცემის პირობება დ განისაზღვროს, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი ) წლის ვადაში:
ა) გადაცემულ ქონებაზე 3 (სამი) ბუნებრივი საფარის მქონე რაგბის მოედნის (ფართით 125 X 80 მ ) და ასევე ტრიბუნის (არანაკლებ 500 (ხუთასი) მაყურებელზე) მოწყობა;
ბ) გადაცემულ ქონებაზე შენობა-ნაგებობის აშენება (სადაც განთავსებული იქნება გასახდელები, ექიმის ოთახი და სველი წერტილები - საშხაპეები, ტუალეტები);
გ) გადაცემული ქონების კეთილმოწყობა (გამწვანება, ავტოსადგომი, საფეხმავლო ბილიკები);
დ) ამ პუნქტის „ა“ -,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის სამუშაოების განხორციელება.
3. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები