სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება "საქართველოს სათბურის კორპორაციისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება "საქართველოს სათბურის კორპორაციისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 496
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018776
  • Word
496
12/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
000000000.00.003.018776
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება "საქართველოს სათბურის კორპორაციისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 496

2015 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი  ქონების   სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სათბურის კორპორაციისათვის“  პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად,  გარდაბანში,  სოფელ კაპანახჩში მდებარე,  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 7129 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.15.07.236) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 71290 (სამოცდათერთმეტი ათას ორას ოთხმოცდაათი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს სს „საქართველოს სათბურის კორპორაციას“ (ს/კ 404469865).

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა -  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                              ი . ღარიბაშვილი