შპს „თეგეტა მოტორსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
შპს „თეგეტა მოტორსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 495
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018777
  • Word
495
12/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
000000000.00.003.018777
შპს „თეგეტა მოტორსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 495

2015 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

შპს „თეგეტა მოტორსის“  საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (უფლებამონაცვლე -  სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „თეგეტა მოტორსს“ შორის 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საინვესტიციო ვალდებულებად (5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) განისაზღვროს 2015 წლის 31 დეკემბრამდე ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის №98ა და №98,    (ნაკვ. № 1-1-2)-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ № 03.06.25.213) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით  არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;     

ბ)  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საინვესტიციო ვალდებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის ვალდებულებები:

ბ.ა) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, 2016 წლის 1 სექტემბრამდე, ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მე-9 ჩიხის №2ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ №03.05.23.312) 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება (5.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი);

ბ.ბ) „ხელშეკრულების“ 5.1 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუქტებით დადგენილი ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 30 დღისა, აუდიტორული/საექსპერტო დასკვნის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენა, რომელიც მომზადებული უნდა იყოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ; აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა უნდა ადასტურებდეს ამავე  ვალდებულებების შესრულებას.“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შპს „თეგეტა მოტორსი“ გათავისუფლდეს მასზე ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე  შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (უფლებამონაცვლე - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „თეგეტა მოტორსს“ შორის 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ამავე ხელშეკრულების 8.2 მუხლის საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან იმ პირობით, რომ შპს „თეგეტა მოტორსი“ შეასრულებს შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“  (უფლებამონაცვლე -  სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „თეგეტა მოტორსს“  შორის 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების 5.1 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

3. შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“  (უფლებამონაცვლე:  სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „თეგეტა მოტორსს“ შორის 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „თეგეტა მოტორსმა“ წარადგინოს 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                         ი . ღარიბაშვილი