კომპანია ELBIT SYSTEMS-CYCLONE-თან ერთად განსახორციელებელი საავიაციო ნაწილების მწარმობელი ქარხნის პროექტთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
კომპანია ELBIT SYSTEMS-CYCLONE-თან ერთად განსახორციელებელი საავიაციო ნაწილების მწარმობელი ქარხნის პროექტთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 494
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018779
  • Word
494
12/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
000000000.00.003.018779
კომპანია ELBIT SYSTEMS-CYCLONE-თან ერთად განსახორციელებელი საავიაციო ნაწილების მწარმობელი ქარხნის პროექტთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 494

2015 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

კომპანია ELBIT SYSTEMS-CYCLONE-თან ერთად განსახორციელებელი საავიაციო ნაწილების მწარმობელი ქარხნის პროექტთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საავიაციო ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაცია.

2. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სს „საპარტნიორო ფონდს“,  ისრაელში რეგისტრირებულ კომპანია ELBIT SYSTEMS-CYCLONE-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაფუძნებელ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტები (“Shareholders Agreement” და “Turn-Key Agreement”).

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სს „საპარტნიორო ფონდმა“, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                          ი . ღარიბაშვილი