დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ტბებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივნისის №21/06/11 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ტბების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 493 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018780 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №493
2015 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ტბებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივნისის №21/06/11 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ტბების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037- Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ტბებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივნისის №21/06/11 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:
ა) საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივნისის №21/06/11 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე, შპს „ტბებმა“ უზრუნველყოს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სათევზაო მეურნეობის (მათ შორის, მეთევზის სახლის, ნავსაყუდელის, სათევზაო ინვენტარისათვის აუცილებელი სასაწყობე ან/და სხვა სახის სამეურნეო შენობა-ნაგებობების მშენებლობა და სათევზაო ინვენტარის, მათ შორის, ნავების შეძენა) მოწყობა 2015 წლის 31 დეკემბრამდე;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
2. შპს „ტბებმა“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში მდებარე 7315 (შვიდი ათას სამას თხუთმეტი) კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძ რავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.31.05.031), 210410 (ორას ათი ათას ოთხას ათი) კვ.მ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.31.04.401) და 48938 (ორმოცდარვა ათას ცხრაას ოცდათვრამეტი) კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.31.04.402) უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს საკუთრებაში, ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების, ასევე, მათი დარღვევის შემთხვევაში დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „ტბებმა“ უზრუნველყოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ტბებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივნისის №21/06/11 განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელება 2016 წლის 1 მაისამდე და წარდგენა, ან 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრული იქნება 2016 წლის 1 მაისის ჩათვლით.
4. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ტბები“ გათავისუფლდეს მასსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) შორის, 2011 წლის 30 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან იმ პირობით, რომ შპს „ტბები“ შეასრულებს ამ განკარგულების პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
5. ამ განკარგულების პირველი , მე-3 და მე-4 პუნქტები ძალაში შევიდეს მას შემდეგ, რაც შპს „ტბების“ მიერ შესრულდება ამ განკარგულების მე- 2 პუნქტით განსაზღვრული პირობა.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები