დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.124.016146 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ёბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №10 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე ს/კ 010250050.35.124.016126) შეტანილი იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლები:
„მუხლი 91 საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქცია“ 1. საკრებულოს ადმინისტრაციულ წარმოებაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციით“. 2. საკრებულოში საქმისწარმოებაში „ბაღდათის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციის“ მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. „მუხლი 101 საკრებულოს დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები 1. საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელით.“ 2. საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის“ მოთხოვნებთან, უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო, საინფორმაციო და საქმისწარმოების განყოფილება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები