„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 16/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016144
28
23/03/2015
ვებგვერდი, 25/03/2015
010260020.35.124.016144
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №28

2015 წლის 23 მარტი

ქ. ბაღდათი

 

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს  №115 დადგენილების №1 დანართში  შეტანილი იქნას  ცვლილება:

1.მე-10  მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ვ) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური”;

) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური”;

2. მე-11   მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუტების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება“.

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის,  კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;“

გ)  მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ეკონომიკური დაგეგმარების, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამების დაგეგმარება, შემუშავება და მათი განხორციელება, მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების და საჭიროებების განსაზღვრა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების შემუშავება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება, დამტკიცებული შესყიდვების წლიური  გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადება და განხორციელება, მუნიციპალური ქონების აღრიცხვა,რეგისტრაცია, მართვა და ეფექტური გამოყენება“. 

დ)  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

3. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სამსახურის უფროსის ვაკანსიის შემთხვევაში - სამსახურის განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის პირველი მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე