„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016079
17
23/03/2015
ვებგვერდი, 25/03/2015
010250050.35.172.016079
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2015 წლის 23 მარტი

ქ. ამბროლაური

 

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის  სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016062)  შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამა №1.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური პროგრამა“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. პროგრამის სფერო და მიზანი

1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში - პროგრამა) განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე მცხოვრები და  რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების ოდენობასა და გაცემის წესს.

2. სოციალური დაცვის პროგრამის მიზნებია ეკონომიკურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა; ახალშობილთა, მრავალშვილიანი, მარჩენალდაკარგული ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების, მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი ბავშვების ფინანსური დახმარება; უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო ოჯახების და მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ ქვეპუნქტი:

,,მ) ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სოციალურად დაუცველი, ახალშობილთა, მრავალშვილიანი და მარჩენალდაკარგული ოჯახები, ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი და  უკიდურესად გაჭირვებული ბავშვები და ასევე ელექტროენერგიით მოსარგებლე ოჯახები (აბონენტები).“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 151:

,,მუხლი 151. ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება

1. დახმარებით მოსარგებლე ოჯახების მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება  აუნაზღაურდებათ შემდეგი პრინციპით:

ა) თანხა აუნაზღაურდებათ მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტებს;

ბ) ქალაქ ამბროლაურში მცხოვრებ ოჯახებს (აბონენტებს) დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება აუნაზღაურდებათ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფაქტობრივი დანახარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 5 ლარისა;

გ) პროგრამით გათვალისწინებული დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულებას მუნიციპალიტეტი ჩაურიცხავს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, ოჯახების (აბონენტების) მიერ ელექტროენერგიის ხარჯის გაწევის თვის მომდევნო თვეში, ქალაქ ამბროლაურის მერიისა და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის  ყოველთვიური ორმხრივად გაფორმებული შედარების აქტის საფუძველზე;

დ) ამ მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში ოჯახი (აბონენტი) მიმართავს შესაბამისი განცხადებით ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს.

თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 18. პროგრამის შედეგები

პროგრამის განხორციელებით ხელი შეეწყობა ქალაქ ამბროლაურში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას შობადობის მატერიალური წახალისების მეშვეობით, დახმარება გაეწევა მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფს, მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განვითარებას, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების შეძენას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ამ კატეგორიის ბავშვთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მზადებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას, გარკვეულწილად გაუმჯობესდება ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები ოჯახების  ყოფითი პირობები.“;

ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 20. პროგრამის ადმინისტრირება და კონტროლი

1. სოციალური დახმარების თაობაზე მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, გარდა 151 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. სოციალური დახმარების პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.

3. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ  გადაწყვეტილება  მიიღება მერის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, გარდა 151 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. სოციალური დახმარების პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე