დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხონის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016237 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/04/2015 - 29/01/2025)
|
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 24-ე მუხლის „ე.ა.“ ქვეპუნქტისა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მათი სტრუქტურული ერთეულების და ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მირ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მაისის #21 დადგენილება. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ხონის მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
ეს დადგენილება განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - ს მუნიციპალიტეტი) და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
1. ქონება - მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონება.
2. ჩამოსაწერი ქონება - ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება. 3. დაწესებულება - მუნიციპალიტეტის ან მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი. 4. საინვენტარიზაციო კომისია - ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია. |
მუხლი 3.
ინვენტარიზაციის ჩატარება |
1. დაწესებულებაში (რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან) ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და ამ დადგენილების შესაბამისად.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს, ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. |
მუხლი 4.
საინვენტარიზაციო კომისია |
1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში - კომისია) იქმნება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტებიც (სერტიფიცირებული აუდიტი) მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით; ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიას ხელმძღვანელობს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით დანიშნული პირი. 5. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. |
მუხლი 5.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი |
1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4) და წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს. 3. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით საკრებულო უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო - მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც ხონის მინიციპალიტეტის გამგებელი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს. 4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 6. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად. |
მუხლი 6.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება და განკარგვა. |
1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან კომისიის შემადგენლობით განსაზღვრული პირები. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. |
მუხლი 7.
ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების რეალიზება |
ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია, რეალიზება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი |
1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სერტიფიცირებული აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები.
2. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ. 3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი (სერტიფიცირებული აუდიტორი). 5. ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ეკონომიკური საქმიანობით შეძენილი იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე. 6. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება კანონმდებლობის შესაბამისად. |
დანართი №2
|
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტი
|
დაწესებულების დასახელება ______________________________________________
20____ წლის ,,_____“ ________________მდგომარეობით
კომისიის წევრები: 1.___________________ 2.___________________ 3.___________________ ვამტკიცებ დაწესებულების ხელმძღვანელი: ვადასტურებ აუდიტორი: | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №3 |
ჩამოსაწერ საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარების და სხვა)
ღირებულების დადგენის აქტი |
დაწესებულების დასახელება------------------------------
20____ წლის ,,_____“ ________________მდგომარეობით
კომისიის წევრები: 1.___________________ 2.___________________ 3.___________________ ვამტკიცებ დაწესებულების ხელმძღვანელი: ვადასტურებ აუდიტორი:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი
დაწესებულების დასახელება |
20____ წლის ,,_____“ ________________მდგომარეობით
კომისიის შემადგენლობა------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ შექმნილი 20____წ------------ -----------------------------------#-------------------------------------------------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის_______საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (ძირითადი საშუალებების დასახელება), და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლი (გამოშვების ) წელი:------------------------------------------------------------------------------------------- 2. საწყისი საბალანსო ღირებულება:-------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. ძირითადი აქტივის თექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა)--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ბ)------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გ) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის დასვნა:---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრები: 1.___________________ 2.___________________ 3.___________________
ვამტკიცებ, კომისიის თამჯდომარე:----------------------------------
ძირითაი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა-------------------------------------------------------------------------------------------------------------ლარი
ლიკვიდაციის შედეგი--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ბუღალტერი:------------------------------------------------- „---------“ --------------------------------20___წელი
კომისიის თავმჯდომარე-------------------------------------- ბ.ა.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები