შპს „ჯორჯიან ბიზნესს ზონისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „ჯორჯიან ბიზნესს ზონისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 465
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018773
  • Word
465
12/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
000000000.00.003.018773
შპს „ჯორჯიან ბიზნესს ზონისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 465

2015 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

შპს „ჯორჯიან ბიზნესს ზონისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს ჯორჯიან ბიზნესს ზონს(საიდენტიფიკაციო კოდი:  224091541) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კლდეში მდებარე უძრავი ნივთები: 19.857 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: 62.06.52.033); 4.9939 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი:  62.06.52.034); 4.715 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: 62.06.52.035) და 23.1921 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: 62.06.52.032) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 5200  (ხუთი ათას  ორასი) ლარად.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული თითოეული უძრავი ნივთის ფართობის არანაკლებ 70%-ზე ერთწლიანი კულტურების მოყვანა;

ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) წლის განმავლობაში,  არანაკლებ 145 000 (ას ორმოცდახუთი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ  ნივთებზე ან/და მათ ნაწილზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 5 (ხუთი) წლის ვადაში, ყოველწლიურად, არანაკლებ 6 (ექვსი) თვის ვადით,  არანაკლებ 10 (ათი) ადამიანის დასაქმება;

დ) ყოველი წლის დეკემბრის თვეში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული ქონების შესახებ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის  ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად;

ე)  5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ნივთების ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების  გამოკვლევის  მიზნით,  ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა, შესაძლებელია, განხორციელდეს მესაკუთრის მიერ ამ განკარგულების გამოცემიდან  5 (ხუთ) წელიწადში ერთხელ.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს ჯორჯიან ბიზნესს ზონმა“ წარადგინოს განსახორცილებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                          ი . ღარიბაშვილი