რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის(IBRD) კაპიტალის გაზრდაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ

  • Word
რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის(IBRD) კაპიტალის გაზრდაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018793
  • Word
462
12/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
000000000.00.003.018793
რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის(IBRD) კაპიტალის გაზრდაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 462

2015 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) კაპიტალის გაზრდაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მმართველთა საბჭოს, 2011 წლის 16 მარტის №612 და №613 რეზოლუციების (შემდგომში - რეზოლუციები) ფარგლებში, IBRD-ის კაპიტალის გაზრდის შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რეზოლუციებით დადგენილი პირობების შესაბამისად და სათანადო პროცედურების განხორციელებით, უზრუნველყოს საქართველოს მონაწილეობა IBRD-ის კაპიტალის გაზრდაში საქართველოსთვის დამატებით გამოყოფილი აქციების სრულად გამოწერით (callable აქციები) და გამოსყიდვით (paid-in აქციები).

3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს მიენიჭოს IBRD-ის სელექციური და ზოგადი კაპიტალის გაზრდის აქციების გამოწერის ფორმებზე და IBRD-ის კაპიტალის გაზრდაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული იურიდიული ქმედებების განხორციელების დამადასტურებელ მემორანდუმზე ხელმოწერის უფლებამოსილება.

პრემიერ-მინისტრი                                                              . ღარიბაშვილი