„სს „თამ“ თბილავიამშენსა და შპს „თამ მენეჯმენტს“ შორის ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების შესახებ

  • Word
„სს „თამ“ თბილავიამშენსა და შპს „თამ მენეჯმენტს“ შორის ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 453
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018834
  • Word
453
10/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
000000000.00.003.018834
„სს „თამ“ თბილავიამშენსა და შპს „თამ მენეჯმენტს“ შორის ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №453

2015 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„სს „თამ“ თბილავიამშენსა და შპს „თამ მენეჯმენტს“ შორის ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების შესახებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანდართული ინფორმაცია, შპს „თამ მენეჯმენტის“ (ს/კ: 405079711) სახელზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი გენერალური ლიცენზიების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვების მიზნით, სს „თამ“ თბილავიამშენის (ს/კ: 208144541) მიერ შპს „თამ მენეჯმენტისათვის“ საკუთარი სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების, თვითმფრინავების წარმოების, რემონტისა და მოდერნიზაციის სრული ტექნოლოგიური ციკლის უზრუნველყოფისა და სპეცტექნიკის რემონტისათვის აუცილებელი მომსახურების, ასევე, სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური დოკუმენტაციის გამოყენებასთან დაკავშირებული მომსახურების, ხელშეკრულების გაფორმების, აგრეთვე, ქ. თბილისში, ბ. ხმელინცკის ქუჩა 181-ში მდებარე (ნაკვ. 07/021) 33550 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.35.007.082) და ამავე მისამართზე მდებარე ადმინისტრაციული კორპუსის მე-3 და მე-4 სართულების, საერთო ფართით - 1304.32 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.35.007.083), უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 15 (თხუთმეტი) წლის ვადით გადაცემის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ, იმ პირობით, რომ შესაბამისი უზუფრუქტის ხელშეკრულების თანახმად, ამავე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეასრულებს შემდეგ ვალდებულებებს:

ა) ყოველწლიურად არანაკლებ 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) ლარის ღირებულების შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული სახის პროდუქციის წარმოება;

ბ) მუშა-მოსამსახურეთა დასაქმება ეტაპობრივად - პირველ წელს 100 (ასი) ადამიანის, ხოლო, ყოველ მომდევნო წელს - არანაკლებ 30 (ოცდაათი) ადამიანის დასაქმება;

გ) ახალი პროექტების განხორციელება ავიამშენებლობაში, კერძოდ, სუ-25 მოდერნიზაცია, მსუბუქი და ზემსუბუქი საფრენი აპარატების საცდელი ეგზემპლარების დაპროექტება და დამზადება.

პრემიერ - მინისტრი . ღარიბაშვილი