„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს ,,SAYALI“-ის მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს ,,SAYALI“-ის მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 452
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018833
  • Word
452
10/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
000000000.00.003.018833
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს ,,SAYALI“-ის მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს ,,SAYALI“-ის მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №452

2015 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს ,,SAYALI“-ის მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს ,,SAYALI“-ის მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს ,,SAYALI“-ის მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, ამ განკარგულების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება 2017 წლის 1 იანვრამდე შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

გ.ა) 2011 წლის 26 დეკემბრიდან - 2015 წლის 1 იანვრამდე - 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარი;

გ.ბ) 2011 წლის 26 დეკემბრიდან - 2017 წლის 1 იანვრამდე - 12 000 000 (თორმეტი მილიონი) აშშ დოლარი.“.

ბ) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შპს „SAYALI“-მა, კანონით დადგენილი წესით, წარმოადგინოს 2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი არანაკლებ 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.“.

2. 2015 წლის 1 მარტამდე შპს „SAYALI“-მა უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც ასახავს მესამე პირების - The Overseas Private Investment Corporation „OPIC“ -ისა (უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაცია) და LLC „American Hospital Management Company“-ის (ამერიკული საავადმყოფოების მენეჯმენტის კომპანია) მხრიდან „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „SAYALI“-ის მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებით დადგენილი საპრივატიზებო პირობების შესრულების პროცესში თანამონაწილეობასა და აღნიშნული მიზნით, შპს „SAYALI“-სთან თანამშრომლობას.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „SAYALI“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „SAYALI“-ს შორის 2011 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე მასზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადასახდელი პირგასამტეხლოსაგან იმ პირობით, რომ შპს „SAYALI“ ჯეროვნად შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „SAYALI“-ის მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს.

4. წინამდებარე განკარგულების პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს მას შემდეგ, რაც შპს „SAYALI“-ის მიერ შესრულდება ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობა.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი