„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარების (60 მილიონი იუანი) გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №627 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018832
  • Word
451
10/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
000000000.00.003.018832
„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარების (60 მილიონი იუანი) გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №627 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №451

2015 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარების (60 მილიონი იუანი) გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №627 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარების (60 მილიონი იუანი) გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №627 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გრანტის (60 მილიონი იუანი) მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი.“;

 ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 „21. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიული პირმა - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითმა ცენტრმა უზრუნველყოს, „ბოსტნეულის სასათბურე მეურნეობის წარმოების“ პროექტისათვის განსაზღვრული (20 მილიონი იუანი) გრანტის მიღება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“;

 გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითმა ცენტრმა აწარმოოს მოლაპარაკებები და გააფორმოს შესაბამისი დოკუმენტები ჩინურ მხარესთან „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარების (60 მილიონი იუანი) სოფლის მეურნეობის პროექტების დასაფინანსებლად. “.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი