დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის №1925 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 443 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018785 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №443
2015 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
„ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის №1925 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის №1925 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ღირსეულად ჩატარების მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
მინდია ჯანელიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
ვახტან გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
დავით სერგეენკო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
დავით შავლიაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
მიხეილ გიორგაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;
ირაკლი შიხიაშვილი – სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები