„ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №2188 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №2188 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 440
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018816
  • Word
440
10/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
000000000.00.003.018816
„ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №2188 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №440

2015 წლის 10 მარტი

 ქ. თბილისი

 „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №2188  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    1 . საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №2188 განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“   საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (შემდგომში ფესტივალი) ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

    ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

    გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი;

    ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;

    დავით შავლიაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

    ვახტანგ გომელაური - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

    ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;  

    დავით ნარმანია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;

    ლერი ხაბელოვი –  ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი;

    ალექსი ახვლედიანი – ა(ა)იპ – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – თბილისი – 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                               ირაკლი ღარიბაშვილი