დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და Tokyo-Mitsubishi UFJ, Ltd ბანკს შორის 2014 წლის 24 ივლისს გაფორმებული საბანკო შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციისთვის გადასახდელი საკომისიოს თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 439 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018781 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №439
2015 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და Tokyo-Mitsubishi UFJ, Ltd ბანკს შორის 2014 წლის 24 ივლისს გაფორმებული საბანკო შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციისთვის გადასახდელი საკომისიოს თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და Tokyo-Mitsubishi UFJ, Ltd ბანკს შორის 2014 წლის 24 ივლისს გაფორმებული საბანკო შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციისთვის გადასახდელი საკომისიოს თაობაზე.
2. აღნიშნული ტრანზაქციის საკომისიოს გადახდა განხორციელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებები“ პროგრამული კოდით (58 03) გათვალისწინებული ასიგნებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები