სს„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

  • Word
სს„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 436
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018778
  • Word
436
09/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
000000000.00.003.018778
სს„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №436

2015 წლის 9 მარტი

 ქ. თბილისი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

უცხოური ვალუტის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად, საყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის ბუნებრივი გაზის მი­წო­­დების ფასის ზრდის თავიდან აცილების, კერძოდ, მისი ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპო­რაციამ“ ბუნებრივი გაზის მიწოდების არსებული ხელშეკრუ­ლებე­ბის ფარ­გლებში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მიწოდების მიზ­ნით, ბუნებრივი გაზის მიწოდება 2015 წლის პირველი მარტიდან 2016 წლის პირველ მარტამდე პერიოდში 121,2 აშშ დოლარის ნაცვლად განა­ხორციელოს 115,5 აშშ დოლარად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბა­მი­სად.

 

 პრემიერ-მინისტრი                                                    ირაკლი ღარიბაშვილი