დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 23/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.15.008.016175 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/03/2015 - 27/06/2017)
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებული „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისათვის მინიმალური სტანდარტები”-ს მე-7 და მე-8 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი აპრილიდან. |
|
დანართი
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ან მენეჯერულ, პროექტებისა და მართვის სტანდარტების დანერგვის სფეროში; ბ) სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 5 წელი; გ) სერტიფიკატები - სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), სტანდარტიზაციის ბრიტანული ინსტიტუტის (BSI) ან ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ გაცემული სერტიფიკატი ინფორმაციული უსაფრთხოების დარგში; IT Infrastructure Library (ITIL) ექსპერტის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი; დ) იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერს ან კანდიდატს არ გააჩნია აღნიშნული პუნქტის „გ” ქვეპუნქით განსაზღვრული სერტიფიკატებიდან ერთ-ერთი, მაშინ მან უნდა გაიაროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებული „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისათვის მინიმალური სტანდარტები”-ს მე-8 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft OfficeOutlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint).
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი; ვ) უცხო ენის ცოდნა.
ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ბ) გამოცდილება შემდეგ სფეროებში: ინფორმაციული ტექნოლოგიები, მენეჯერული, პროექტებისა და მართვის სტანდარტების დანერგვა.
ა) ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციის მნიშვნელობის, დაკისრებული ამოცანების სირთულისა და კრიტიკულობის გათვალისწინებით, მონაცემთა გაცვლის სააგენტო მონაწილეობას იღებს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის შერჩევის პროცესში. ბ) მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში შემოიფარგლება ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის ან კანდიდატის ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით ცოდნისა და გამოცდილების, მისი კომპეტენციის შეფასება-დადასტურებაში, რაც აუცილებელია ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციის დასაკავებლად. გ) აღნიშნული პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცესკო კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატის მონაცემებს და განცხადებას უგზავნის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს. სააგენტო შერჩეული კანდიდატის ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით ცოდნის, კომპეტენციისა და გამოცდილების შეფასება-დადასტურებას ახდენს ტესტირების საფუძველზე. მონაცემთა გაცვლის სააგენტო ორგანიზაციას 5 სამუშაო დღის განმავლობაში აცნობებს ტესტირების თარიღს. ტესტირების პასუხები ტესტირებიდან 5 სამუშაო დღეში ეცნობება როგორც კანდიდატს, ასევე დამსაქმებელ ორგანიზაციას. დ) მონაცემთა გაცვლის სააგენტო ტესტირების შედეგებთან ერთად ორგანიზაციას უგზავნის წარმოდგენილი კანდიდატის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერად დანიშვნის მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნას. 5. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ”; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) ცესკოს რეგლამენტი; ვ) „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №2 ბრძანება; ზ) „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისათვის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ” მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №4 ბრძანება. |
| მუხლი 2 |
ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში; ბ) სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში - მინიმუმ 1 წელი; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft OfficeOutlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint).
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი; ვ) უცხო ენის ცოდნა.
ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ”; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) ცესკოს რეგლამენტი; ვ) „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №2 ბრძანება; ზ) „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისათვის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ” მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №4 ბრძანება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები