დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 123 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130030000.10.003.018508 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. №1 დანართის (სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხა) 5.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.1. ინფორმაცია სადაზვერვო, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, კონტრსადაზვერვო, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და ფარული საგამოძიებო მოქმედებების გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფორმების, მეთოდებისა და შედეგების, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების, აგრეთვე, კონკრეტული პროგრამების დაფინანსების შესახებ; აგრეთვე, იმ პირთა თაობაზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ სფეროებში, კონფიდენციალურ საფუძველზე, თანამშრომლობენ ან ადრე თანამშრომლობდნენ ასეთი საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის უწყებებთან: 5.1.1. სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უწყებების მიერ ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაცია, რომელთა გამჟღავნებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, შესაძლებელი გახადოს ინფორმაციის წყაროს, მისი მოპოვების მეთოდებისა და საშუალებების გამოაშკარავება; 5.1.2. ოპერატიული საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებების ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურ საფუძველზე, თანამშრომლობენ მათთან, ან ადრე თანამშრომლობდნენ; 5.1.3. სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და სხვა სპეცსამსახურების სტრუქტურა და ფუნქციური მოვალეობანი, რომელთა გამჟღავნება გამოააშკარავებს მათი მუშაობის მიმართულებას და დაინტერესების ობიექტებს; 5.1.4. სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო, ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონკრეტული ამოცანები, გეგმები და ანგარიშები; 5.1.5. სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და სხვა ოპერატიული საქმიანობისათვის, აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის გამოყენებული ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური მოწყობილობები, მათი სრულყოფის, ახალი ნიმუშების დამზადების სამუშაოები, მათი ტექნიკური მახასიათებლები; 5.1.6. ცნობები, რომლებიც გამოააშკარავებენ სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში საქართველოს სპეციალური სამსახურების მოქმედი რეზერვის ოფიცერთა მუშაობის ფაქტს, მათი საქმიანობის ფორმებს, მეთოდებსა და საშუალებებს; 5.1.7. სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და სხვა სპეციალური სამსახურების სტრუქტურული ქვედანაყოფების პირობითი დასახელებები, მათი დისლოკაციის ადგილები, საქმიანობის მიმართულებები, ფორმები და მეთოდები; 5.1.8. ინფორმაცია, ოპერატიული საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე უფლებამოსილი უწყებების მიერ, კონკრეტული ოპერატიული ღონისძიებისათვის ან/და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების, სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სპეციალური პროგრამებისა და გამოკვლევების დაფინანსების წყაროებისა და ხარჯების მოცულობის შესახებ; 5.1.9. საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების შიდასაუწყებო ნორმატიული აქტები, რომლებიც აწესრიგებენ მათ შიდა საქმიანობას, უშუალოდ სახელმწიფო თავდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით;“. 2. №3 დანართის (იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლებამოსილება): ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში - აგრეთვე, მოსამართლე.“; ბ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში - აგრეთვე, პროკურორი.“; გ) 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „30. საქართველოში სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო, ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის, აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლების მქონე უწყებათა პასუხისმგებელი თანამშრომლები;“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები