„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 23/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 09/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.158.016229
21
23/03/2015
ვებგვერდი, 25/03/2015
010340000.35.158.016229
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2015 წლის 23 მარტი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 07/11/2014 წ. 010340000.35.158.016189)  შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 1-ლ მუხლს დაემატოს მე-15 პუნქტი და ცვლილება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლის, ანალიზისა და მონიტორინგის  განყოფილების მთავარი სპეციალისტი (სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) საგანმანათლებლო ხარისხი:  ბაკალავრი; 

ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა;

გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“;„საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს კანონის; ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“; ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“; საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების; ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის; ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის; ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილების; ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 20 ოქტომბერი  №39  დადგენილების;  ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გამგებლის  2014 წლის 1 სექტემბრის №1101 ბრძანების ცოდნა.

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft

Office Powerpoint; Internet Explorer);

ე) სამუშაო გამოცდილება: არ მოეთხოვება;

ვ) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;

ზ) სასურველია – უცხო ენების (ინგლისური, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური) ცოდნა;

თ) სასურველი უნარჩვევები:

თ.ა) ლიდერობა;

თ.ბ) კრეატიულობა;

თ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

თ.დ) კომუნიკაციის უნარი;

თ.ე) ორგანიზებულობა;

თ.ვ) გუნდური მუშაობა;

თ.ზ) შედეგზე ორიენტირებულობა.

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-2 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი და ცვლილება  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21.გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის აღრიცხვისა და ანგარიშგების (ბუღალტერია) განყოფილების წამყვანი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) საგანმანათლებლო ხარისხი:  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, საბუღალტრო აღრიცხვის  და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სპეციალიზაციით;  

ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა;

გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“; ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“; ,,საბიუჯეტო კოდექსის“;  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილების; ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის  №19 დადგენილების,  ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გამგებლის  2014 წლის 1 სექტემბრის №1101 ბრძანების  ცოდნა.

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft

Office Powerpoint; Internet Explorer);

ე) სამუშაო გამოცდილება: მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება  სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის გამოცდილებას);

ვ) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;

ზ) სასურველია – უცხო ენების (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა;

თ) სასურველი უნარჩვევები:

თ.ა) ლიდერობა;

თ.ბ) კრეატიულობა;

თ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

თ.დ) კომუნიკაციის უნარი;

თ.ე) ორგანიზებულობა;

თ.ვ) გუნდური მუშაობა;

თ.ზ) შედეგზე ორიენტირებულება.

მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-7 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი და ცვლილება  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

21. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) საგანმანათლებლო ხარისხი:  პროფესიული ან/და საშუალო განათლება;

ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა;

გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“; ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“; ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების;  ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილების; ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილების,  ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გამგებლის  2014 წლის 1 სექტემბრის №1101 ბრძანების  ცოდნა.

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft

Office Powerpoint; Internet Explorer);

ე) სამუშაო გამოცდილება: მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება  სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის გამოცდილებას);

ვ) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;

ზ) სასურველია – უცხო ენების (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა;

თ) სასურველი უნარჩვევები:

თ.ა) ლიდერობა;

თ.ბ) კრეატიულობა;

თ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

თ.დ) კომუნიკაციის უნარი;

თ.ე) ორგანიზებულობა;

თ.ვ) გუნდური მუშაობა;

თ.ზ) შედეგზე ორიენტირებულება.

მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-7 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი და ცვლილება  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) საგანმანათლებლო ხარისხი:  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა;

გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“; ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“; ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების;  ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის; ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის; ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილების; ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის №17  დადგენილების, ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გამგებლის  2014 წლის 1 სექტემბრის №1101 ბრძანების  ცოდნა.

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft

Office Powerpoint; Internet Explorer);

ე) სამუშაო გამოცდილება: მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება  სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის გამოცდილებას);

ვ) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;

ზ) სასურველია – უცხო ენების (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა;

თ) სასურველი უნარჩვევები:

თ.ა) ლიდერობა;

თ.ბ) კრეატიულობა;

თ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

თ.დ) კომუნიკაციის უნარი;

თ.ე) ორგანიზებულობა;

თ.ვ) გუნდური მუშაობა;

თ.ზ) შედეგზე ორიენტირებულება.

მუხლი 5
დადგენილება    ამოქმედდეს   2015 წლის  23  მარტიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი