„სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.018507
122
19/03/2015
ვებგვერდი, 23/03/2015
010220030.10.003.018507
„სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №122

2015 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01.04.2013, 010220030.10.003.017231) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

მუხლი 1

„საქართველოს  მთავრობის  სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა  და  საქმიანობის  წესის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“-„კ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია შემდეგი მუდმივმოქმედი წევრების შემადგენლობით:  

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე;

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

- საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - კომისიის წევრი;

- ეკონომიკური საბჭოს მდივნის - ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის მოადგილე - კომისიის წევრი;

- საგადასახადო ომბუდსმენი - კომისიის წევრი;

- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - კომისიის წევრი.“  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი