ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე

ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018506
121
19/03/2015
ვებგვერდი, 23/03/2015
010220020.10.003.018506
ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №121

2015 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად,  ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - კომისიის წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი - კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი - კომისიის წევრი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი -  კომისიის წევრი;

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი -  კომისიის წევრი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი -  კომისიის წევრი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი -  კომისიის წევრი;

ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენელი - კომისიის წევრი;

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი - კომისიის წევრი;

სსიპ - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი - კომისიის წევრი;

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი - კომისიის წევრი;

სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი -  კომისიის წევრი;

სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი - კომისიის წევრი;

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელი - კომისიის წევრი;

შპს „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენელი - კომისიის წევრი;

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წარმომადგენელი -  კომისიის წევრი;

სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი - კომისიის წევრი;

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ წარმომადგენელი - კომისიის წევრი.

მუხლი 2
დამტკიცდეს ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება. 
მუხლი 3
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შემავალმა შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი კანდიდატურის წარდგენა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი

 

ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის  დებულება

მუხლი 1. კომისიის მიზნები და ამოცანები

ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში - კომისია) ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

ა) ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების (შემდგომში - პროექტი) ხელშეწყობა, აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართულობა/მონაწილეობა;

ბ) პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და კოორდინაცია;

გ) პროექტის ეფექტურად განხორციელების ხელშესაწყობად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება (პროექტში ჩართული პირების შესაბამისი ინფორმაციითა და მასალებით უზრუნველყოფა, შეხვედრების ორგანიზება და ა.შ.);

დ) პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის განხილვა, წინადადებების და მოსაზრებების წარმოდგენა და უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით მისი წარდგენა მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად;

ე) ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის სხვა ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

დასახული მიზნების მისაღწევად, კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს კომისიის საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა;

გ) საჭიროების შემთხვევაში, სხდომაზე მოიწვიოს სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ტრანსპორტის და მასთან დაკავშირებულ სფეროებში მოქმედი ასოციაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

მუხლი 3. კომისიის სამდივნო

კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ მხარდაჭერასა  და კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი.

მუხლი 4. კომისიის მუშაობის ორგანიზება

1. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

2. კომისიის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.