დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390130000.10.003.018504 |
|
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში (სსმ, 2007 წ., მუხ. 221) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური (შემდგომში - შემოსავლების სამსახური).“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ექსპორტიორისა და იმპორტიორის რეკვიზიტებს.“. 3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობებიდან წარმოებული ხიზილალის ექსპორტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტიორი საწარმოების რეესტრში დარეგისტრირებულ ხიზილალის მწარმოებელ საწარმოებზე.“. 4. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს რეგისტრაცია 1. სამინისტრო აწარმოებს ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრს (შემდგომში - რეესტრი), რომლის წარმოების წესიც განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით. 2. რეესტრში საწარმოს დარეგისტრირებით დაინტერესებულმა პირმა სამინისტროში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება; ბ) კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ან ინდივიდუალურმა მეწარმემ - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ფიზიკურმა პირმა - იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები; გ) ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს მართვის გეგმა, რომელიც მოიცავს საწარმოს სტრუქტურის, არსებული ან დაგეგმილი ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური პროცესის დეტალურ აღწერას (ხიზილალის გამოსავლიანობის მითითებით). საწარმოს მართვის გეგმა წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ და ინგლისურ ენებზე; დ) მოქმედი ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს შემთხვევაში - ხიზილალის მწარმოებელი მასალის (ზუთხი) საქართველოში იმპორტის განხორციელებისას გამოყენებული CITES-ის ნებართვა, რომელიც გაცემულია ექსპორტის ქვეყნის CITES-ის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და დამოწმებულია ექსპორტის ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, სამინისტროს 15 სამუშაო დღის ვადაში შეაქვს რეესტრში მონაცემები ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს შესახებ და ანიჭებს მას ინდივიდუალურ კოდს. 4. ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, საწარმოს შესახებ ინფორმაციას, საწარმოსთვის მინიჭებულ კოდთან ერთად, სამინისტრო 3 დღის ვადაში უგზავნის კონვენციის სამდივნოს. 5. ხიზილალის მწარმოებელი საწარმო კონვენციის სამდივნოში დარეგისტრირებულად ითვლება კონვენციის სამდივნოს მიერ რეგისტრაციის დადასტურებისა და შესაბამისი ინფორმაციის კონვენციის სამდივნოს ოფიციალურ ვებგვერდზე (cites.org) არსებულ ხიზილალის ექსპორტიორი საწარმოების რეესტრში განთავსების შემდეგ.“. 5. მე-6 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო ორგანო განსაზღვრავს კონვენციის დანართებში შეტანილ სახეობათა ნიმუშების წლიურ საექსპორტო კვოტას, რომელსაც განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. 3. ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით იქმნება მინისტრის სათათბირო საბჭო - სამეცნიერო ორგანო. 4. სამეცნიერო ორგანოს მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით.“. 6. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამეცნიერო ორგანო არ მონაწილეობს: ა) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების ექსპორტის ნებართვის გაცემის პროცესში; ბ) კონვენციის სამდივნოში დარეგისტრირებული ხიზილალის მწარმოებელი საწარმოსთვის ხიზილალის ექსპორტის ნებართვის გაცემის პროცესში.“. 7. 91 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ნებართვის აღებისა და თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების მოპოვების შემდეგ, არა უგვიანეს მოპოვების წლის პირველი ოქტომბრისა, ნებართვის გამცემ ორგანოში წარადგინოს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურება ნაკვეთიდან აღნიშნული სახეობების მოპოვების ფაქტი.“. 8. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი: „მუხლი 92. კონვენციის სამდივნოში დარეგისტრირებული ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს ვალდებულებები: კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტიორი საწარმოების რეესტრში დარეგისტრირებული ხიზილალის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია: ა) მწარმოებელი მასალის იმპორტის განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სამინისტროში წარადგინოს ექსპორტის ქვეყნის CITES-ის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ორიგინალი, დამოწმებული ექსპორტის ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ; ბ) სამინისტროში წარადგინოს დეტალური ანგარიში კონვენციის დანართებში შეტანილ სახეობებებთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების (ხიზილალის წარმოება/იმპორტი/ექსპორტი/შიდა ბაზარზე რეალიზაცია; ხიზილალის წარმოების შემდეგ დარჩენილი ხორცის რეალიზაცია) შესახებ, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 იანვრამდე; გ) განახორციელოს მხოლოდ კონვენციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მარკირებული ხიზილალის ექსპორტი; დ) საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს განხორციელებული ცვლილების შესახებ; ე) მწარმოებელი მასალის მოპოვება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობისა და კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები