დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის N2/284 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/46 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო |
| მიღების თარიღი | 18/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოს
გენერალური დირექტორის
ბრძანება №2/46
2015 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის № 2/284 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 59-ე, 63-ე მუხლების შესაბამისად,ვბრძანებ:
1. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №2/284 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების რიგითი ნომერი 6-ის მისამართად ნაცვლად „კახეთის რეგიონი გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფ.ჩუმლაყი“ მიეთითოს „კახეთის რეგიონი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახაშენი“, შესაბამისად , დანართის რიგითი №6 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილების ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება .
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).
გენერალური დირექტორი ნ . ანთიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები