დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ „ავტოდრომი“-ს მომსახურებით სარგებლობის ტარიფების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310120000.35.132.016253 |
|
ა(ა)იპ „ავტოდრომის“ მომსახურებით სარგებლობის ტარიფების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს ა(ა)იპ „ავტოდრომის“ მომსახურების ღირებულების განმსაზღვრელი ტარიფები:
ა) ავტოდრომის ტრასაზე საკუთარი ავტომობილით რბოლის ღირებულება განისაზღვროს: - 30 წუთი - 15 (თხუთმეტი) ლარი; - 60 წუთი - 25 (ოცდახუთი) ლარი. ბ) ავტოდრომის ტრასაზე საკუთარი ავტომობილით რბოლის ღირებულება სხვა ავტომობილებთან ერთად (ერთდროულად დაიშვება არაუმეტეს 3 ავტომობილისა) განისაზღვროს: - 30 წუთი - 5 (ხუთი) ლარი; - 60 წუთი - 10 (ათი) ლარი. გ) ავტოდრომის ტრასის ერთი დღით (8 საათი) შეჯიბრის მოწყობის მიზნით დაქირავების ღირებულება განისაზღვროს 400 (ოთხასი) ლარით; დ) კარტინგისათვის ავტოდრომის ტრასის დაქირავების ღირებულება (8 საათი თვის განმავლობაში) განისაზღვროს 200 (ორასი) ლარით; ე) ა(ა)იპ „ავტოდრომის“ მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებაში მონაწილეობის ღირებულება განისაზღვროს 25 (ოცდახუთი) ლარით. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები