ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016159
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15
19/03/2015
ვებგვერდი, 24/03/2015
010250020.35.121.016159
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/03/2015 - 18/05/2016)

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2015 წლის 19 მარტი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების  შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქ. ვანის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს:  

ა) შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი - Img;

ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი - ITL;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი - C;

დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი - K.

მუხლი 2
ლოკალურ ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით. 
მუხლი 3
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100
მუხლი 4
მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობისათვის ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:

Cn=Img  x  ITL  x  C  x  K, სადაც:

ა) Img - ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს - 0,37-ს;

ბ) ITL – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილებით შეადგენს - 1,0-ს;

გ) C - საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია - 0,24 ლარით;

დ) K - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია - 100-ით;

ე) Cn=0,37 x 1 x 0,24 x 100=8,88 (ლარი).

მუხლი 5
დადგენილების მეოთხე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო და ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს::

ა) ქ. ვანის ტერიტორიაზე - 8,88 ლარით;

ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე - 3,00;

გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ-ის რადიუსში - 5,00 ლარით;

დ) დასახლებათა შორის არეალებში - 2,50 ლარით“.

მუხლი 6
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე  განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ  / ლ. ლორთქიფანიძემ/.
მუხლი 7
  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი