„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.018499
114
19/03/2015
ვებგვერდი, 20/03/2015
430210000.10.003.018499
„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №114

2015 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/04/2014, 430210000.10.003.017923) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. №2 დანართის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ა) უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაფინანსებული სასწავლო წლის დასრულების შემდგომ, ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულება ან/და ახალი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება;

ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის, მკვლევარისა და პრაქტიკოსის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულება ან/და ახალი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება;“.

2. №2 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილებით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელების მიზნით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნინო კობახიძე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

ბ) გიორგი შარვაშიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

გ) მაია ბითაძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე;

დ) რატი ბრეგაძე - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ე) ემირ ეთერია - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი;

ვ) ლევან იზორია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.“.

3. №2 დანართის მე-8 მუხლს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარების მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების გადავადების ან გაუქმების შესახებ, შესაბამისი დასაბუთებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.“.

4. №2 დანართის მე-9 მუხლს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „ვ) უფლებამოსილია, ბენეფიციარის იდენტიფიკაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი