საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016144
16
25/03/2015
ვებგვერდი, 27/03/2015
010250020.35.130.016144
საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2015 წლის 25 მარტი

ქ. საჩხერე

საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 120-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამდასტურებელი  თანდართული ოქმის  (ადმინისტრაციული  დაპირება)  ფორმა  (დანართი  №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების პირობებით და პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №2 და დანართი №3).
მუხლი 3
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების  საკუთრებაში გადაცემისას საკუთრების დამადასტურებელი  მოწმობის ფორმა (დანართი №4). 
მუხლი 4
ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმის ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობისა და საპრივატიზებო/სარგებლობის უფლების  ობიექტის თავისებურების გათვალისწინებით.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე