„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.137.016167
15
18/03/2015
ვებგვერდი, 23/03/2015
280120000.35.137.016167
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №15

2015 წლის 18 მარტი

დაბა ადიგენი

 

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   მე-19 მუხლის  „ბ“  პუნქტის,  24-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”  61-ე  მუხლის საფუძველზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 6. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების გაცემის წესი

 1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციით დაუყოვნებლივ ჩაჰბარდება განსახილველად მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს (შემდგომ სამუშაო ჯგუფი), რომელიც დასკვნის სახით იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ან მასზე უარის თქმის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დადგენილი ზღვრის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის მიერვე განისაზღვრება ბენეფიციარისთვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა.

 2. სამუშაო ჯგუფის  მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს  სხდომაზე, რომელიც იმართება კვირაში ორჯერ. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მუნიციპალიტეტის გამგებელს.     

 3. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის გამგებელი გასცემს საგარანტიო წერილს.

 4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენისთანავე.

 5. საგარანტიო წერილით აღებული ვალდებულება (სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა) შემცირებული იქნება პროპორციულად ბენეფიციარის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი, წინასწარ წარმოდგენილი დოკუმენტით (ანგარიშ- ფაქტურა ან ინვოისი) განსაზღვრული ხარჯების საბოლოოდ შემცირების შემთხვევაში.

 6. სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი