სს"გუდვილი"-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ.

  • Word
სს"გუდვილი"-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ.
დოკუმენტის ნომერი 2/13628-13
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 12/03/2015
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/13628-13
12/03/2015
ვებგვერდი, 18/03/2015
სს"გუდვილი"-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/13628-13

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა მეორე კრების მოწვევის შესახებ

 

2015 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებლები - 1 - სს „ გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველი გიორგი ჩუმაშვილი

 

                           2 - სს „ გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუნუ ფორჩხიძე

 

მოთხოვნა - სს „ გუდვილის’’ კრედიტორთა  რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ.

 

სასამართლომ  განიხილა კრედიტორთა მეორე კრების მოწვევის საკითხი და 

 

გამოარკვია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია  სს „ გუდვილის’’ გადახდისუუნარობის საქმე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე განცხადებით მი მართეს სს „ გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველმა გიორგი ჩუმაშვილმა და  სს „ გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუნუ ფორჩხიძემ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა 2015 წლის 6 მარტს შემდეგი დღის წესრიგით:

1.1) დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების აღიარება;

1.2) სს „ გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრების არჩევა;

1.3) გუდვილის კრედიტორთა კომიტეტის წინაშე რეაბილიტაციის მმართველის მოხსენება, რეაბილიტაციის გეგმის შესრულებისა და რეაბილიტაციის მმართველის მიერ გატარებული სამუშაოების შესახებ;

1.4) სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

 

2015 წლის 6 მარტის კრედიტორთა კრებაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწვეული ყოფილიყო მეორე კრება.

„ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კრედიტორთა მეორე კრება მოწვეულ იქნეს იგივე დღის წესრიგით, 2015 წლის 16 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №1.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’ და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                           თ. ჭუნიაშვილი