დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 28 მარტის №01/19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/17 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.33.062.016078 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №01/17
2015 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 28 მარტის № 01/19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 28 მარტის 01/19 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ. ვებგვერდი, 01.04.2014წ., 010340000.33.062.016055) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საკონკურსო თემატიკაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. თავი I ამოღებულ იქნეს.
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუქტი:
„5. დეპარტამენტის საწარმოთა მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა;
გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება);
დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) ცოდნა;
ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე.გ) საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
ე.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” (I,IV,V,VI თავები);
ე.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ე.ვ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”;
ე.ზ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილება.“.
4. მე–5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. დეპარტამენტის საწარმოთა მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა;
გ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება);
დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) ცოდნა;
ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე.გ) საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
ე.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I და IV თავები);
ე.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ე.ვ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ე.ზ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი მურმან ფარფალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები