დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 82 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016738 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
77-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 771 მუხლი:
„მუხლი 771. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის წესი 1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 5 პროცენტის ჯამს. 2. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებელი/იმპორტიორი ვალდებულია, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა, მომდევნო წლის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია, მის მიერ წარმოებული/იმპორტირებული ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის დასახელების/ქვედასახელების და თითოეული მათგანის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ. 3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ყოველწლიურად, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ნოემბრისა, წარუდგინოს ინფორმაცია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების დასახელებისა და მათი საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ. 4. შემოსავლების სამსახურის მიერ, საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა მომზადდეს მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასებისა და ამ საქონელზე შესაბამისი წლის 6 თვის განმავლობაში - იანვარიდან მარტის და ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სავაჭრო ქსელში არსებულ ფასებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული ფასების საფუძველზე. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ამომწურავ ჩამონათვალს, მათი დასახელების/ქვედასახელების და შესაბამისი საცალო სარეალიზაციო ფასის მითითებით. 5. საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასების განსაზღვრისას გაითვალისწინება „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ მხოლოდ 52.1 და 52.2 კოდებით გათვალისწინებულ საქმიანობის ობიექტში რეალიზებული თამბაქოს პროდუქციის საცალო სარეალიზაციო ფასი. 6. საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ მიწოდებულ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასსა და საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასს შორის არაუმეტეს 6 პროცენტიანი სხვაობის არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიყენება საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი მონაცემები. 7. თუ საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებულ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასსა და შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ფასის შესახებ მონაცემებს შორის სხვაობა აღემატება 6 პროცენტს, გამოიყენება შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი. 8. აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი დგინდება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა და გამოიყენება მომდევნო წლის 1 იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში. 9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი გამოიყენება, მხოლოდ აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის. 10. სავაჭრო ქსელში ამ საქონლის საბოლოო მოხმარებისთვის დაწესებულ სარეალიზაციო ფასსა და აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასს შორის გამოვლენილი განსხვავება არ შეიძლება გახდეს საქონლის მწარმოებლისათვის/იმპორტიორისთვის აქციზის თანხის დამატებით დარიცხვის საფუძველი. 11. თუ მწარმოებელი/იმპორტიორი გეგმავს ახალი დასახელების/ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმის (თამბაქოს ნაწარმის, რომლისთვისაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ არ არის დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასი) წარმოებას/იმპორტს, იგი ვალდებულია აღნიშნული საქონლის წარმოებამდე/იმპორტამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის დასახელების/ქვედასახელების და სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ. 12. ახალი დასახელების/ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმის წარმოების/იმპორტირების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა შემოსავლების სამსახური საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს ინფორმაციას, საქონლის დასახელების/ქვედასახელების და შესაბამისი საცალო სარეალიზაციო ფასის მითითებით, რის საფუძველზედაც ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. აღნიშნული ბრძანება ახალი დასახელების/ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო ქსელში რეალიზაციის დაწყებამდე ეგზავნება მხოლოდ იმ მწარმოებელს/იმპორტიორს, რომლის ინფორმაციის საფუძველზეც განხორციელდა შესაბამისი ფასის დადგენა. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა მომზადდეს მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასებზე დაყრდნობით. 14. მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ახალი ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმის წარმოების/იმპორტირების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობის ან/და დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, ახალი ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენამდე, აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნით მის მიმართ გამოიყენება შესაბამისი დასახელების თამბაქოს პროდუქციისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი მაქსიმალური საცალო სარეალიზაციო ფასი. 15. მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ახალი დასახელების თამბაქოს ნაწარმის წარმოების/იმპორტირების შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობის ან/და დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში -ახალი დასახელების თამბაქოს ნაწარმისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენამდე, აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნით მის მიმართ გამოიყენება თამბაქოს პროდუქციისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი მაქსიმალური საცალო სარეალიზაციო ფასი. 16. საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად გამოიყენება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საცალო სარეალიზაციო ფასების დადგენამდე. 17. ახალი დასახელების/ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო ქსელში საცალო რეალიზაციის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვის განმავლობაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია დამოუკიდებლად, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის საფუძველზე, განსაზღვროს საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი და თუ ამ საქონელზე დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასსა და მის მიერ განსაზღვრულ ფასს შორის სხვაობა 6 %-ზე მეტია, წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრს, აღნიშნულ საქონელზე ახალი საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით. 18. ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც საქონლის იმპორტიორის/მწარმოებლის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ინფორმაცია, შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის საფუძველზე განსაზღვრული საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ ინფორმაციას. 19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის იმპორტიორს უფლება აქვს, ახალი დასახელების/ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების გამოცემიდან 1 თვის ვადაში, საკუთარი ინიციატივით, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 20. ამ მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, პირს, საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება. 21. შემოსავლების სამსახურში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის მიერ საცალო სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის მეთოდოლოგიას ამტკიცებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. 22. საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორი უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურისაგან გამოითხოვოს ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებული ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის გაცემაც არ არის შეზღუდული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
2.
112-ე მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8-მე-11 პუნქტები:
„8. 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით, მწარმოებელი/იმპორტიორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2015 წლის 25 მარტისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია, მის მიერ წარმოებული/იმპორტირებული ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის დასახელების/ქვედასახელების შესახებ, ხოლო არაუგვიანეს 2015 წლის 15 აპრილისა - ინფორმაცია საქონლის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასების შესახებ. 9. 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახური საქართველოს ფინანსთა მინისტრს არაუგვიანეს 2015 წლის 25 აპრილისა, ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ინფორმაციისა და 2015 წლის 25 მარტიდან 20 აპრილამდე პერიოდში სავაჭრო ქსელში არსებულ ფასებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საცალო სარეალიზაციო ფასების საფუძველზე, წარუდგენს ინფორმაციას ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების დასახელებისა და მათი საცალო სარეალიზაციო ფასების შესახებ. 10. 2016 წლისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახური საქართველოს ფინანსთა მინისტრს ინფორმაციას საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების დასახელებისა და მათი საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ წარუდგენს საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და 2015 წლის აპრილიდან მაისის და ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სავაჭრო ქსელში არსებულ ფასებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საცალო სარეალიზაციო ფასების საფუძველზე. 11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა მომზადდეს ამ ინსტრუქციის 771 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები