ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცებისშესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცებისშესახებ
დოკუმენტის ნომერი 5-18
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 28/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016133
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5-18
17/03/2015
ვებგვერდი, 23/03/2015
040030000.35.101.016133
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცებისშესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/03/2015 - 24/01/2020)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5-18

2015 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცებისშესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-19 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 79-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ელექტრონული საქმისწარმოების წესი“ დანართის შესაბამისად. 
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპსასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ელექტრონული საქმისწარმოების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ელექტრონული საქმისწარმოების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საქმისწარმოებისა და მომსახურების განხორციელების პირობებს.

2. ელექტრონული საქმისწარმოებისას, გარდა ამ წესით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების და მომსახურების განხორციელების პირობებისა, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობა.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა/მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით;

ბ) ავტორიზაცია – წინასწარ რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“  მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესვლა, რომლითაც ცენტრის თანამშრომელი ადასტურებს საკუთარ ვინაობას და ახორციელებს ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერას;

გ) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან/და შენახული წერილობითი ინფორმაცია:

დ) განცხადება – დაინტერესებული პირის მიერ ცენტრის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსებული ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი ფორმით შექმნილი წერილობითი მოთხოვნა;

ე) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გამოცემული სამართლებრივი აქტი;

ვ) დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.


მუხლი 3. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და განცხადების წარდგენა
1. ცენტრის მიერ ელექტრონული საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შესაძლებელია ცენტრში წარდგენილი დაინტერესებული პირის განცხადებით (შემდგომში – განმცხადებელი) ან/და ცენტრის ინიციატივით.

2. ცენტრში განცხადების წარდგენის შემდეგ, ცენტრის საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული (ცენტრის ადმინისტრაცია) უზრუნველყოფს განცხადების (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებას/ატვირთვას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში.

3. განცხადება მოწმდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

5. თუ განმცხადებელი ცენტრს არ წარუდგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისათვის.

თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული. ცენტრი უფლებამოსილია განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ცალკე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოსცეს.


მუხლი 4. განცხადების განხილვა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 
1. განცხადების განხილვა, დოკუმენტის ვიზირება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ცნობისა და წერილის მომზადება, ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით. დოკუმენტის ვიზირება შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მიმოწერით.

2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით შექმნილი დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა შესაძლებელია: მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში გადამოწმების ან/და დაშიფრული კოდის სპეციალური წამკითხველის საშუალებით.

3. განცხადების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი განისაზღვრება ავტომატურ რეჟიმში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.


მუხლი 5. განცხადების განხილვის ვადები
1. განცხადების განხილვისას გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები.

2. განცხადების განხილვის ვადის დინება აითვლება მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსების/ატვირთვის მომენტიდან. ელექტრონული დოკუმეტბრუნვის სისტემის საშუალებით კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე და დასვენების დღეები არ იანგარიშება.