“ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №35-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 06/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.155.016160
8
17/03/2015
ვებგვერდი, 23/03/2015
010250050.35.155.016160
“ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №35-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 
       წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2015 წლის 17 მარტი

ქ. წალკა

„ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №35 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 03/11/2014, 010250050.35.155.016150)  დანართი 1-ის მე-6 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. აპარატის წამყვანი სპეციალისტი

1. საკრებულოს აპარატის წამყვან სპეციალისტს, ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 2
შევიდეს ცვლილება „ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №35-ე დადგენილების (www.matsne.gov.ge, 03/11/2014, 010250050.35.155.016150)  დანართი 2-ის მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. გამგებლის წარმომადგენელი

1. გამგებლის წარმომადგენელს, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი