„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016740
83
18/03/2015
ვებგვერდი, 19/03/2015
230210000.22.033.016740
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №83

2015 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. 90-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვიდან წინა უწყვეტი 12 თვის განმავლობაში:

ა.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;

ა.ბ) გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;

ბ) შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით:

ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-10, მე-11, მე-19−21-ე ნაწილებით გათვალისწინებული:

ბ.ა.ა) პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა, ან;

ბ.ა.ბ) სამართალდარღვევის გამოვლენიდან უწყვეტი 12 თვის გასვლა;

ბ.ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;

ბ.გ) საგადასახადო დავალიანების არქონა.“.

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.“.

2. 91-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია მიენიჭოს ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების გარეშეც, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ განახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მიღებიდან უწყვეტი 12 თვის განმავლობაში, ამასთან, არანაკლებ 3,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს განახორციელებს პირველი 6 თვის განმავლობაში.“.

3. 92-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლი მე-2 პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი არ უქმდება თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს (გარდა სასამართლოს) გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის შესაბამისი სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.“.

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემიდან 6 თვის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული პირის განცხადება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის აღნიშნული პასუხისმგებლობისაგან/ საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე ან საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.“.

4. 93-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „ოქროს სიის” მონაწილეს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით უფლება ეძლევა, იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ისარგებლოს ამ ინსტრუქციის 97-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით და თვის განმავლობაში გადაადგილებულ საქონელზე, როგორც ერთ პარტიაზე, წარადგინოს პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, მიწოდების თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 30 დღისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური