დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.32.057.016196 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა’’ №72, 03.07.10) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ და ,,ბ2“ ქვეპუნქტები:
,,ბ1) უფლებამოსილია სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს მისცეს წერილობითი გაფრთხილება მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში. წერილობითი გაფრთხილების მიცემა ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ბ2) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, ასევე მთავრობის წინაშე დასვას იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა, თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი/საჯარო სამართლის იურიდიული პირი წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში მიიღებს ახალ წერილობით გაფრთხილებას.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები