დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.171.016072 |
|
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №14 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 24/02/2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.171.016063) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №14 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: ა) ,,3. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად მცხოვრებ შეჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც საჭიროებენ „c” ჰეპატიტის (იმუნოფერმენტული მეთოდით) სკრინინგ დიაგნოსტიკას და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველ პირთა ერთიან ბაზაში 0-დან 150 001-მდე ქულით, მიეცემათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით ლაბორატორია „ბიომედიკა-გეორგიაში“ ლაბორატორიული კვლევის ჩატარებისათვის. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. მოქალაქის განცხადება; 2. პირადობის მოწმობის ასლი; 3. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა № IV-100/ა; 4. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); 5. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული ოჯახების სარეიტინგო ქულის ამონაწერი; 6. ანგარიშის ნომერი. 3.1. განცხადების საფუძველზე გაიცემა საგარანტიო წერილი, ხოლო თანხის გადარიცხვა მოხდება ლაბორატორია „ბიომედიკა-გეორგიას“ მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები