გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016261
14
13/03/2015
ვებგვერდი, 18/03/2015
190040000.35.148.016261
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2015 წლის 13 მარტი

ქ.გორი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის N46 დადგენილებით „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 23/12/2014; 190040000.35.148.016244)  დამტკიცებული წესის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის და ფენილკეტონურიის სინდრომით დაავადებული ადამიანების  სამკურნალო-სარეაბილიტაციო და სოციალური დახმარება

1. ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის და ფენილკეტონურიის სინდრომით დაავადებული ადამიანების  მკურნალობის და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება:

  ა) ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურეობის, მათ შორის, კვლევების,   სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება   ერთჯერადად  არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ბ) საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის დაფინანსება თითო ბავშვზე (0-დან 18 წლის ჩათვლით)   „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე“ სულ 12 პროცედურა;

გ) ცერებრალური დამბლით, აუტიზმით დაუნის და ფენილკეტონურიის  სინდრომით   დაავადებული ადამიანების  სოციალური დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

 ე) დაბადების მოწმობა;

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

  3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

  4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის  დასკვნის და სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას, რომელიც საფუძველია საცურაო აუზისათვის გაწიოს შესაბამისი მომსახურება. საცურაო აუზი განცხადებითა და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ) მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი