„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 09/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.158.016226
18
16/03/2015
ვებგვერდი, 20/03/2015
010340000.35.158.016226
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2015 წლის 16 მარტი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/11/2014 წ., 010340000.35.158.016189)  შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  1-ლი მუხლის მე-8 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების  განყოფილების წამყვანი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) საგანმანათლებლო ხარისხი:  პროფესიული  ან/და   საშუალო; 

ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა;

გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის; ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის; საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების; ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის  №16 დადგენილების; ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 20 ოქტომბრის  №39  დადგენილების;  ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გამგებლის  2014 წლის 1 სექტემბრის №1101 ბრძანების ცოდნა.

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint; Internet Explorer);

ე) სამუშაო გამოცდილება: არ მოეთხოვება;

ვ) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;

ზ) სასურველია – უცხო ენების (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა;

თ) სასურველი უნარ-ჩვევები:

თ.ა) ლიდერობა;

თ.ბ) კრეატიულობა;

თ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

თ.დ) კომუნიკაციის უნარი;

თ.ე) ორგანიზებულობა;

თ.ვ) გუნდური მუშაობა;

თ.ზ) შედეგზე ორიენტირებულობა.“.

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-9 მუხლის 1-ლ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციი სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) საგანმანათლებლო ხარისხი: პროფესიული  ან/და   საშუალო; 
ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა;
გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის; ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“; ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის;  ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილების; ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 20 ოქტომბრის №40 დადგენილების,  ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გამგებლის  2014 წლის 1 სექტემბრის №1101 ბრძანების  ცოდნა;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint; Internet Explorer);
ე) სამუშაო გამოცდილება: მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება  სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის გამოცდილებას);
ვ) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;
ზ) სასურველია – უცხო ენების (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა;
თ) სასურველი უნარ-ჩვევები:
თ.ა) ლიდერობა;
თ.ბ) კრეატიულობა;
თ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
თ.დ) კომუნიკაციის უნარი;
თ.ე) ორგანიზებულობა;
თ.ვ) გუნდური მუშაობა;
თ.ზ) შედეგზე ორიენტირებულობა.“.

მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) საგანმანათლებლო ხარისხი:  პროფესიული  ან/და   საშუალო; 
გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის; ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“; ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის;  ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილების; ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 20 ოქტომბრის №40 დადგენილების,  ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გამგებლის  2014 წლის 1 სექტემბრის №1101 ბრძანების  ცოდნა;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint; Internet Explorer);
ე) სამუშაო გამოცდილება: არ მოეთხოვება;
ვ) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;
ზ) სასურველია – უცხო ენების (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა;
თ) სასურველი უნარ-ჩვევები:
თ.ა) ლიდერობა;
თ.ბ) კრეატიულობა;
თ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
თ.დ) კომუნიკაციის უნარი;
თ.ე) ორგანიზებულობა;
თ.ვ) გუნდური მუშაობა;
თ.ზ) შედეგზე ორიენტირებულობა.“.

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი