დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.016932 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის:
1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“: ა) მე-2 მუხლის: ა.ა) ,,პ“ და ,ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,პ) საპრეტენზიო კომისია – ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო; ჟ) საგნობრივი კომისია – ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;“ ა.ბ) ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ს) ტესტი – საგამოცდო საგნების მიხედვით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი, რომელიც კონფიდენციალურია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებამდე;“ ა.გ) ,,ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ფ) შეფასების სქემა – ამ დებულებით დადგენილი წესით საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად, გამსწორებლისთვის და საგნობრივი კომისიისთვის შედგენილი დოკუმენტი;“ ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. აბიტურიენტები უფლებამოსილნი არიან გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და სამოქალაქო განათლებაში ჩააბარონ რუსულ ენაზე.“ ბ.ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: ,,31. აბიტურიენტები უფლებამოსილნი არიან გამოცდა ზოგად უნარებში, მათემატიკაში, ქიმიაში ჩააბარონ ინგლისურ ენაზე.“ ბ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. უსინათლო აბიტურიენტებისთვის ამ დებულების მე–6 მუხლით გათვალისწინებულ საგნებში გამოიყენება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.“ გ) მე-15 მუხლის: გ.ა) მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი) და ელექტრონულ მისამართს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ ცენტრი პირს გაუგზავნის შეტყობინებას ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კოდის მიღების შემდეგ პირი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ კოდს.“ გ.ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: ,,61. პირს სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეობის საფასური და ის შესაბამის ველში აღნიშვნით არ დაადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.“ დ) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ტესტირება საგნის შესაბამისად ჩატარდება ერთ ან რამდენიმე სესიად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.“ ე) 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;“ ვ) 25-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი: ,,მუხლი 251. ტესტებისა და პასუხების ფურცლების განადგურების პროცედურები ცენტრი, ამ დებულების 25-ე მუხლით გათვალისწინებული ტესტების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან: ა) 6 თვის შემდეგ უზრუნველყოფს ტესტური დავალებების განადგურებას; ბ) 12 თვის შემდეგ უზრუნველყოფს პასუხების ფურცლების განადგურებას.“ ზ) 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. სრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც წარმოადგენს სანოტარო წესით დადასტურებულ ან მასთან გათანაბრებულ მინდობილობას.“ თ) 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ი) 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ დებულების 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.“ კ) 301 მუხლის: კ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.“ კ.ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საგნობრივი კომისიის მიერ.“ ლ) 302 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 302. საპრეტენზიო და საგნობრივი კომისიები 1. საპრეტენზიო და საგნობრივი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. საგნობრივი კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შედგენაში ან არის მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გამსწორებელი.“ მ) 303 მუხლი ამოღებულ იქნეს; ნ) 304 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი; ო) 305 მუხლის: ო.ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ო.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს გადაწყვეტილებას.“ პ) 306 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 306. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა 1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 20 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები: ა) აბიტურიენტისათვის ქულის მომატების შესახებ; ბ) აბიტურიენტისათვის ქულის დაკლების შესახებ; გ) აბიტურიენტის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ. 3. საგნობრივი კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას გადასცემს ცენტრის დირექტორს.“ ჟ) 307 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 307. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება 1. საგნობრივი კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის დასრულებიდან 20 დღის ვადაში. 2. საგნობრივი კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს გადაწყვეტილებას. 3. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 დღისა. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.“ რ) 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ცენტრი საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტთა განაწილების მიზნით ქმნის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს.“ ს) 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 37. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თაობაზე დოკუმენტების დამტკიცება 1. საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არაუგვიანეს 10 დღისა ცენტრი შეიმუშავებს და ამტკიცებს: ა) კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისათვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა; ბ) რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისათვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები ცენტრის მიერ შემუშავდება 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებული უნდა იყოს ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით. 3. ცენტრი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ერთი ეგზემპლარის მიწოდებას შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.“ ტ) მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: ,,12. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილისგან განსხვავებული ვადები მხოლოდ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ პროგრამებს.“ 2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“: ა) მე-3 მუხლის: ა.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. აბიტურიენტი აკადემიურ პროგრამაზე გრანტს მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს დებულების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში. თუ აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადში გამოთქვამს დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო ან/და არჩევითი გამოცდის/გამოცდების ჩაბარების სურვილს, გრანტის მოსაპოვებლად აღნიშნულ გამოცდაში/გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტის მიერ დებულების მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე ჩასარიცხად რომელიმე გამოცდის ჩაბარება არ არის სავალდებულო.“ ა.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. აბიტურიენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და დებულების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით არ ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების საფუძველზე აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ აბიტურიენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.“ ა.გ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-5 მუხლის: ბ.ა) მე-3 პუნქტის დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: ,,31. სტუდენტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გამოცდა ჩააბაროს ქართულ ან რუსულ ენაზე.“ ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელ სტუდენტს, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად მეტი ოდენობის გრანტს მოიპოვებს, შეევსება მოპოვებული გრანტის შესაბამისად გრანტის ოდენობა. სტუდენტი კარგავს ადრე მოპოვებული გრანტის ოდენობის მიღების უფლებას.“ ბ.გ) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: ,,8. სტუდენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ გამოუყენებია აღნიშნული გრანტი და სურს მონაწილეობის მიღება სტუდენტთა საგრანტო კონკურსში, აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ სტუდენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.“ გ) მე-8 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ცენტრი შეიმუშავებს და ამტკიცებს საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში: ა) აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად; ბ) აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ სტუდენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად; გ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი; დ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი; ე) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი; ვ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი.“ გ.ბ) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები ცენტრის მიერ შემუშავდება 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებულია ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით. 3. ცენტრი უზრუნველყოფს ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ერთი ეგზემპლარის მიწოდებას შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. 4. აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების დოკუმენტები დაუყოვნებლივ ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.“ დ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები