დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.173.016083 |
|
,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში (ვებგვერდი 31/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.173.016063) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის: |
1.
მე-15 მუხლს დაემატოს მე-3, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 15. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში მებრძოლთა (მონაწილე ვეტერანთა) დახმარება 1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 14 აგვისტოს ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით სოციალურ დახმარებას მიიღებენ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ომის ვეტერანები: ა) მოსარგებლე: ა.ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები; ა.ბ) ავღანეთის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგ. ინვალიდები. ბ) წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ბ.ა) განცხადება (ომში მონაწილის, ან ოჯახის წევრის. გამონაკლის შემთხვევაში დედის, მამის, შვილის); ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით); ბ.გ) ვეტერანისა და განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი); ბ.დ) ვეტერანის მოწმობის ასლი (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით); ბ.ე) ინვალიდობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი: ბ.ვ) ვეტერანის საბანკო ანგარიში.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდი ომის ვეტერნები, რომელთათვისაც საჭირო მედიკამენტების საერთო ღირებულება აღემატება 30 ლარს, დაფინანსება მოხდება 100 % - ით, წელიწადში 500 ლარი.
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები; ბ) ავღანეთის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგ. ინვალიდები.
ა) განცხადება (ომში მონაწილის, ან ოჯახის წევრის. გამონაკლის შემთხვევაში დედის, მამის, შვილის); ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით); გ) ვეტერანისა და განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ვეტერანის მოწმობის ასლი (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით); ე) ინვალიდობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი; ვ) ანგარიშ-ფაქტურა; ზ) კალკულაცია; თ) ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება დიაგნოზით, დამოწმებული ბეჭდით და ხელმოწერით.
ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების/აფთიაქის ანგარიშზე მათ მიერ გაცემული ცნობის (დავალიანების შესახებ), ან შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.’’ |
2.
მე-16 მუხლს დაემატოს მე-3, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 16. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დიდი სამამულო ომის ვეტერანთა დახმარება
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სამამულო ომის ვეტერანები 9 მაისის დღესთან დაკავშირებით, მიიღებენ 200 (ორას) ლარს.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 3. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დიდი სამამულო ომის ვეტერანთა მედიკამენტებით დახმარება ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დიდი სამამულო ომის ვეტერანები, რომელთათვისაც საჭირო მედიკამენტების საერთო ღირებულება აღემატება 30 ლარს, დაფინანსება მოხდება 100 % - ით, წელიწადში 500 ლარი. 4. მოსარგებლე: ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დიდი სამამულო ომის ვეტერანები 5. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება (ომში მონაწილის, ან ოჯახის წევრის. გამონაკლის შემთხვევაში შვილის); ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით); გ) ვეტერანისა და განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ვეტერანის მოწმობის ასლი (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით); ვ) ანგარიშ-ფაქტურა; ზ) კალკულაცია; თ) ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება დიაგნოზით, დამოწმებული ბეჭდით და ხელმოწერით. 6. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების/აფთიაქის ანგარიშზე მათ მიერ გაცემული ცნობის (დავალიანების შესახებ), ან შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები