„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 309
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016432
309
24/04/2015
ვებგვერდი, 24/04/2015
140130000.22.034.016432
„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №309

2015 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებით (www.matsne.gov.ge,  17/12/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016149) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1.  მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეხანძრე-მაშველთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება გაიარონ სამინისტროს სსიპ –  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრე-მაშველის ფუნქციის განმახორციელებელ თანამდებობაზე მისაღებმა კანდიდატებმა ან ამავე თანამდებობაზე დანიშნულმა სააგენტოს მოსამსახურეებმა, თუ მათ არ გაუვლიათ აღნიშნული სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ამ ბრძანების მიზნებისთვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხონ მხოლოდ ამ წესის 91 მუხლით განსაზღვრული პირები.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91. დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა       

1. სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფებში დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება:

ა) სამინისტროს მოსამსახურე;

ბ) პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფებში განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას პირის დანიშვნის, გადაადგილებისა და დაწინაურებისას დეტექტივ-გამომძიებლის ან დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელიც ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაიაროს  დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

 2. სამინისტროს  ოპერატიულ ქვედანაყოფებში დეტექტივ-გამომძიებლის და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნი სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, აგრეთვე სხვა უწყების მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელი შეიძლება ჩაირიცხოს  დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სათანადო შესწავლის დასრულების შემდეგ, თუ იგი:

ა) არის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც აქვს  საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გამოცდილება და არ არის დათხოვნილი უარყოფითი მოტივით;

ბ) არის სხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომელი, რომელსაც აქვს  საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გამოცდილება;

გ) არის სხვა სახელმწიფო უწყების ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც აქვს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გამოცდილება და არ არის დათხოვნილი უარყოფითი მოტივით.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს  ოპერატიულ ქვედანაყოფებში დეტექტივ-გამომძიებლის ან დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება შესაბამისი დანაყოფის ხელძღვანელის მიერ სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში წარდგენისა და მინისტრის თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული კანდიდატების აკადემიაში მსმენელად წარდგენა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.“.

 3. მე-3 და მე-4 თავები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური