„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 244
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016430
244
31/03/2015
ვებგვერდი, 01/04/2015
140130000.22.034.016430
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №244

2015 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის 337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:
 
1. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სსიპ – სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - მომსახურების სააგენტო), საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირის თანამდებობაზე მიიღებიან/თანამდებობაზე დაინიშნებიან 60 წლამდე ასაკის პირები (ზღვრული ასაკი).”.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

მუხლი 181. დაცვის პოლიციის  სამოქალაქო პირების ასაკობრივი შეზღუდვა 

 დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირებისათვის ზღვრული ასაკია 60 წელი.

შენიშვნა: ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაცვის პოლიციაში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე  მიღებულ/დანიშნულ სამოქალაქო პირებზე.“.

3. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც  მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი. ეს თანამდებობებია:

ა) დეტექტივ-გამომძიებელი და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი;

ბ) უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;

გ) პატრულ-ინსპექტორი და მესაზღვრე-კონტროლიორი;

დ) სამინისტროს ოპერატიული ქვედანაყოფების (სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) განყოფილების უფროსი და განყოფილების უფროსის მოადგილე;

ე) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო დანაყოფების ოცმეთაური, ასმეთაური, განყოფილების უფროსი და განყოფილების უფროსის მოადგილე;

ვ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრე.“.

 4. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. დათხოვნა ზღვრული ასაკის გამო 

სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი, ასევე დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან სამსახურში დადგენილი ზღვრული ასაკის გამო, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“.

 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 თავი:

 
„თავი X
სამინისტროში ზოგიერთ თანამდებობაზე სამსახურში მიღების, დაწინაურებისა და გადაადგილების 
საკითხების მოწერიგების  წესი
 
მუხლი 75. უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშვნა
1. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აკადემიაში გავლილი აქვს:
ა)  უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, უბნის ინსპექტორთა  სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი ან უბნის ინსპექტორთა საბაზისო მომზადების კურსები;
ბ) დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, დეტექტივი-გამომძიებლებისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების გადამზადების კურსები ან დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის სპეციალური გადამზადების კურსები;
გ) პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან პატრულ-ინსპექტორთა  სპეციალური საბაზისო მომზადების კურსები;
დ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის:
დ.ა) დეპარტამენტში მისაღებად შერჩეულ კანდიდატთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;
დ.ბ)  დეპარტამენტის თანამშრომელთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;
დ.გ)  საბაზისო მომზადების კურსი; 
დ.დ) სპეციალური მომზადების კურსი;
დ.ე) კანდიდატთა სპეციალური მომზადების კურსი;
დ.ვ)  სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;
დ.ზ)  დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურემ შესაბამისი გადამზადება უნდა გაიაროს თანამდებობაზე დანიშვნიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში,  აკადემიის მიერ დადგენილი წესით. 
 
მუხლი 76. დეტექტივ-გამომძიებლისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშვნა
სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (შემდგომში – ოპერატიული ქვედანაყოფები) დეტექტივ-გამომძიებლისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აკადემიაში გავლილი აქვს:
ა) დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) დეტექტივი-გამომძიებლებისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების გადამზადების კურსები;  
გ) დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის სპეციალური გადამზადების კურსები.
 
მუხლი 77. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ზოგიერთ თანამდებობაზე დანიშვნა
1. სამინისტროს  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აკადემიაში  გავლილი აქვს:
ა) პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან პატრულ-ინსპექტორთა  სპეციალური საბაზისო მომზადების კურსები; 
ბ)  უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, უბნის ინსპექტორთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი ან უბნის ინსპექტორთა საბაზისო მომზადების კურსები;
გ) დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, დეტექტივი-გამომძიებლებისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების გადამზადების კურსები ან დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის სპეციალური გადამზადების კურსები;
დ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მისაღებად შერჩეულ კანდიდატთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი, სამინისტროს საპატრულო პოლიციის საბაზისო მომზადების კურსი, სამინისტროს საპატრულო პოლიციის სპეციალური მომზადების კურსი ან სამინისტროს საპატრულო პოლიციის კანდიდატთა სპეციალური მომზადების კურსი;
ე) სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;
ვ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამა.
2. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აკადემიაში გავლილი აქვს: 
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მითითებული პროგრამა ან კურსები;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით მითითებული კურსი ან პროგრამა 2009 წლიდან;
გ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;              
დ) მესაზღვრე-კონტროლიორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.        
3. პირი, სამინისტროს სხვა დანაყოფის მოსამსახურე, რომელსაც აკადემიაში გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ან სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი, ვალდებულია, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნამდე ან დანიშვნის შემდეგ (გადაადგილებამდე ან გადაადგილების შემდეგ) აკადემიაში გაიაროს შესაბამისი გადამზადების კურსი. თუ თანამდებობაზე დანიშვნამდე (გადაადგილებამდე) პირს, სამინისტროს სხვა დანაყოფის მოსამსახურეს არ აქვს გავლილი აღნიშნული კურსი, მაშინ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია, აღნიშნული პირი დანიშვნიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში წარადგინოს სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში, რომელიც, თავის მხრივ, გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს აკადემიაში შესაბამისი გადამზადების კურსზე მის გაგზავნას.  
4. პირი, სამინისტროს სხვა დანაყოფის მოსამსახურე, რომელმაც ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ აკადემიაში ვერ გაიარა შესაბამისი გადამზადების კურსი, აღნიშნულ კურსზე გაგზავნიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ხელმეორედ უნდა იქნეს წარდგენილი სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში შესაბამისი კურსის გავლის მიზნით. თუ პირი, სამინისტროს სხვა დანაყოფის მოსამსახურე აკადემიაში კვლავაც ვერ გაივლის შესაბამისი გადამზადების კურსს, იგი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
5. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელსაც აკადემიაში გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე პროგრამა ან კურსი, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში თანაბარ თანამდებობაზე დანიშვნისას (გადაადგილებისას) აღარ ექვემდებარება შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კურსის გავლას. 
6. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელსაც აკადემიაში გავლილი აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე პროგრამა ან კურსი, თანაბარ თანამდებობაზე დანიშვნისას (გადაადგილებისას) აღარ ექვემდებარება შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კურსის გავლას. 
 
მუხლი 78. ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსის გავლა
1. სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფში განყოფილების უფროსის და განყოფილების უფროსის მოადგილის, ხოლო სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო დანაყოფებში ოცმეთაურის, ასმეთაურის, განყოფილების უფროსისა და განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დასაწინაურებელმა პირმა (მათ შორის, მოქალაქე) აკადემიაში უნდა გაიაროს ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების შესაბამისი კურსი. 
2. ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსს არ გაივლის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასანიშნი პირი, თუ მან ამ თავის ამოქმედებამდე აკადემიაში გაიარა შესაბამის ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურებისთვის დადგენილი სპეციალური გადამზადების კურსი.   
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსზე, ოპერატიული ქვედანაყოფის ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ კანდიდატი წარდგენილი უნდა იქნეს სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში, რომელიც მას გონივრულ ვადაში წარუდგენს აკადემიას.
4. აკადემიამ ამ მუხლით განსაზღვრული კურსების დასრულების შესახებ ბრძანება  უნდა წარადგინოს სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში. 
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ შესაბამისი კურსის გავლისას, უარყოფითი შედეგის დადგომის შემთხვევაში წყდება მისი ოპერატიულ ქვედანაყოფში ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე თანამდებობრივი დაწინაურების საკითხის განხილვა. ასეთ შემთხვევაში, ამ პირის იმავე კურსზე აკადემიაში ხელახლა წარდგენა დაუშვებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან 6 თვის განმავლობაში. 
6. თანამდებობრივი დაწინაურების კანდიდატი, რომელსაც ოპერატიულ ქვედანაყოფში ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსი გავლილი აქვს დადებითი  შედეგით, შემდგომში დაწინაურებისას არ ექვემდებარება  აღნიშნული კურსის  გავლას.  
 
მუხლი 79. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას პირის თანამდებობაზე დანიშვნა, გადაადგილება ან დაწინაურება
1. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას პირის თანამდებობაზე დანიშვნა, გადაადგილება ან დაწინაურება, ამ ბრძანებით გათვალისწინებული კურსების ან სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გავლის გარეშე, დასაშვებია მინისტრის გადაწყვეტილებით. 
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში სათანადო წარდგინებას უზრუნველყოფს სამინისტროს იმ დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც ინიშნება პირი ან ხორციელდება მისი თანამდებობრივი გადაადგილება ან დაწინაურება. 
3. სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო, სამინისტროს დანაყოფიდან მიღებული წარდგინების საფუძველზე, საკითხს შესათანხმებლად და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს მინისტრს.
4. სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  თანამდებობაზე   დანიშნული პირი  დანიშვნიდან  არაუგვიანეს 6 თვის ვადაში წარადგინოს სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში, რომელიც თავის მხრივ, გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს მის აკადემიაში წარდგენას შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსის გასავლელად.  
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირი უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ იგი წარმატებით ვერ გაივლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების  კურსს. 
 
 
მუხლი 80. საგანმანათლებლო პროგრამის/კურსის გაცდენა საპატიო მიზეზით 
1. ამ თავის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება პირის (გარდა სამინისტროში მისაღები კანდიდატისა) მიერ შესაბამისი პროგრამის/კურსის ვერგავლა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის აკადემიაში შესაბამისი პროგრამის/კურსის გავლას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ. 
2. შესაბამისი პროგრამის/კურსის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მოქმედებს აკადემიაში დადგენილი წესი. 
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ თავით განსაზღვრული პირი საპატიო მიზეზის გამო ვერ გაივლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსს, მან აღნიშნული მიზეზის დამადასტურებელი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი უნდა წარუდგინოს აკადემიას.
4. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსის საპატიო მიზეზით ვერგავლის დადასტურების შემთხვევაში, აკადემიის რექტორი გამოსცემს ბრძანებას აკადემიაში გასაგზავნი/გაგზავნილი პირის საპატიო მიზეზის გამო პროგრამიდან/კურსიდან ამორიცხვის შესახებ, რაც დაუყოვნებლივ ეგზავნება სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოს ან იმ საკადრო დანაყოფს, რომელშიც მსახურობს აღნიშნული პირი.
5. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც  აკადემიაში საპატიო მიზეზის გამო ვერ გაივლის შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსს, შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში ხელახლა წარადგენს სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში, რომელიც თავის მხრივ, აკადემიასთან შეთანხმებით, გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს მის აკადემიაში წარდგენას შესაბამისი პროგრამის/კურსის გასავლელად. 
6. სამინისტროს მოსამსახურის ავადმყოფობისას, შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელმა იგი შეიძლება ხელახლა წარადგინოს სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვით ან კალენდარული წლის მანძილზე 6 თვით გამოუცხადებლობის შემთხვევაში (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი), სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
 
მუხლი 81. სპეციალური დებულებები    
ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფში:
ა.ა) სამინისტროს ოპერატიული ქვედანაყოფის უფროსის (დეპარტამენტის დირექტორი, მთავარი სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსი, სამსახურის უფროსი და განყოფილების უფროსი, აგრეთვე  მათი მოადგილეები), დეტექტივ-გამომძიებლის, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის,  უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ან უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობიდან უფრო დაბალ ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა ამ წესის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირისა, რომელსაც გავლილი არ აქვს შესაბამისი პროგრამა/კურსი;     
ა.ბ) სამინისტროს სხვა დანაყოფის ოპერატიულ-სამძებრო  ან/და საგამოძიებო  საქმიანობის განმახორციელებელი  მოსამსახურის უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობისა; 
ა.გ) სამინისტროს სხვა დანაყოფის ოპერატიულ-სამძებრო ან/და საგამოძიებო  საქმიანობის განმახორციელებელი მოსამსახურის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა დეტექტივ-გამომძიებლის, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ან უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობებისა; 
ბ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში:
ბ.ა) საპატრულო პოლიციის სახაზო დანაყოფის ათმეთაურის, ოცმეთაურის, ასმეთაურისა და უფრო მაღალი თანამდებობიდან, აგრეთვე  პატრულ-ინსპექტორისა და მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობიდან უფრო დაბალ ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს;
ბ.ბ) სამინისტროს სხვა დანაყოფის ოპერატიულ-სამძებრო  ან/და საგამოძიებო  საქმიანობის განმახორციელებელი მოსამსახურის უფრო დაბალ ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა პატრულ-ინსპექტორის ან მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობებისა; 
გ) სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფებში ან სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე (თანამდებობა, რომელიც არ ითვალისწინებს ოპერატიულ-სამძებრო ან/და საგამოძიებო საქმიანობის განხორციელებას) დანიშვნის დროს;
დ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს სამინისტროს მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანის შემთხვევაში, როდესაც იგი ხელახლა ინიშნება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე ან იმავე დასახელების სხვა ტოლფას თანამდებობაზე.“. 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური