დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016927 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016644) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:
1. მე-15 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: ,,21. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ეკავოს აკადემიური თანამდებობა.“ 2. 25-ე მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. უნივერსიტეტი უფლებამოსილია საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც თავისი აკადემიური, მეცნიერული და/ან საზოგადოებრივი მოღვაწეობით განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში, მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის აკადემიური წოდება. გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორის და/ან ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების თაობაზე იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.“ ბ) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 - მე-11 პუნქტები: ,,8. ემერიტუსის წოდება აკადემიური პერსონალიდან შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც უნივერსიტეტში ეკავა/უკავია პროფესორის თანამდებობა. 9. ემერიტუსის წოდება მიენიჭება პირს აკადემიური თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლისთანავე. ამ ვადის გასვლამდე ემერიტუსის წოდების მინიჭება იწვევს პირის გათავისუფლებას დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან. 10. ემერიტუსის წოდების მქონე პირს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში აკადემიური და/ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ჩამოერთმევა ემერიტუსის წოდება და შეუწყდება ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურება. 11. ემერიტუსის წოდების მქონე პირისთვის შესაბამის ფინანსურ სარგოს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“ |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები