აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 12/03/2015
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016324
  • Word
0
12/03/2015
ვებგვერდი, 12/03/2015
000000000.00.00.016324
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
პროექტის ავტორი

პროექტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კონსტიტუციური კანონი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 

 

მუხლი 1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში (აფხაზეთის ხმა, 27, 06.07.2001წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 თავი ამოღებულ იქნეს.

2. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 93 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

 

3. 95-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 95

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თავის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის ორ მოადგილეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარმართავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მუშაობას. უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებულ აქტებს, ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები ასრულებენ თავმჯდომარის მოვალეობას მისივე დავალებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენებისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ირჩევს თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს. კანდიდატის დასახელების უფლება აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციას და უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს.“.

 

4. 96-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 96

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი უფლებით იკრიბება წელიწადში ორჯერ. საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს, ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია იხსნება და დახურულად ცხადდება პლენარულ სხდომაზე.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, სესიებს შორის პერიოდში იწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან ორი დღის ვადაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტის თანახმად ვალდებულია მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეიკრიბოს და შეუდგეს მუშაობას.

3. წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის (სხდომის) მოწვევის თაობაზე ერთვის განსახილველ საკითხთა ნუსხა.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია (სხდომა) ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.“.

 

5. 97-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 97

1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, უმაღლესი საბჭოსკომისიას, უმაღლესი საბჭოს ფრაქციას,აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრს,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არანაკლებ 3 000 ამომრჩეველს.

2. მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა უფლებამოსილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის პროექტები.

3. მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, უმაღლესი საბჭოს წევრი,უმაღლესი საბჭოსკომისია და უმაღლესი საბჭოს ფრაქცია არიან უფლებამოსილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ.“.

 

6. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 98

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.

2. სხვა სახის გადაწყვეტილებათა მიღების წესი განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.“.

 

7. 99-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 99

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს. თუ ამ ვადაში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი და არც უმაღლეს საბჭოს არ დაუბრუნა კანონპროექტი, მომდევნო 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

2. თუ მთავრობის თავმჯდომარე დააბრუნებს კანონპროექტს, უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისათვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

3. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. კანონპროექტის მიღების შემთვევაში იგი 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

4. თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, ან ამ მუხლის პირველ-მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში შეუძლებელია კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

5. კანონი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეს, თუ სხვა ვადა არ არის დადგენილი.“.

 

8. მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 100

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს და მიიღოს მათგან პასუხი.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, უმაღლესი საბჭოს წევრთა სულ ცოტა ხუთკაციან ჯგუფს, უმაღლესი საბჭოს ფრაქციას უფლება აქვთ შეკითხვით მიმართონ უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის ცალკეულ წევრს, რომლებიც ვალდებული არიან უპასუხონ დასმულ შეკითხვას უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. პასუხი შეიძლება გახდეს უმაღლესი საბჭოს განხილვის საგანი.“.

 

9. 101-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

10. 102-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 102

1. უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედ ორგანოს წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომელიც ანგარიშვალდებულია უმაღლესი საბჭოს წინაშე.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ორი მოადგილე, უმაღლესი საბჭოს კომისიების თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოს ფრაქციების თავმჯდომარეები.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი იღებს დადგენილებებს.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.“.

 

11. 103-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. 104-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

13. 106-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 108

1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, უმაღლესი საბჭოს მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების და მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით უმაღლეს საბჭოში იქმნება კომისიები.

2. კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოში იქმნება საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიები. დროებითი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭო რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენა სავალდებულოა.“.

 

15. კონსტიტუციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1081 მუხლი:

 „მუხლი 1081

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ უმაღლესი საბჭოს ფრაქციაში.

2. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.“.

 

16. კონსტიტუციის 109-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 109

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომები საჯაროა. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შეუძლია ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომა ან მისი ნაწილი დახურულად გამოაცხადოს.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს უმაღლესი საბჭოს, მისიკომისიებისა და დროებითი კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ასეთი თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს უმაღლესმა საბჭომ,კომისიამ ან დროებითმა კომისიამ.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია ან ფარული. კენჭისყრა ღიაა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია პლენარული სხდომის ოქმი საჯაროა.“.

 

17. 111-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 111

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და განსაზღვრავს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თავისი მუშაობის შესახებ ყოველწლიურად ანგარიშს აბარებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.“.

 

18. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 112

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებისგან.“.

 

19. 1121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1121

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებს.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მინისტრი მთავრობის თავმჯდომარის დავალებით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უფლება არა აქვს თანამდებობიდან გადააყენოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები.“.

 

20. კონსტიტუციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1122 მუხლი:

„მუხლი 1122

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნიდან 5 დღის ვადაში მთავრობის თავმჯდომარე შეარჩევს მთავრობის წევრების კანდიდატურებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 5 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. უმაღლესი საბჭოს ნდობის მისაღებად საჭიროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის წევრები უნდა დაინიშნონ ნდობის გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია ნდობა არ გამოუცხადოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას და იმავე გადაწყვეტილებაში დასვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცალკეული წევრის აცილების საკითხი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთავმჯდომარის მიერ აცილების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შემთხვევაში დაუშვებელია აცილებული პირის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იმავე შემადგენლობაში დანიშვნა მთავრობის გათავისუფლებული ან გადამდგარი წევრის ნაცვლად.

4. თუ მთავრობის შემადგენლობამ ვერ მიიღო უმაღლესი საბჭოს ნდობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 7 დღის ვადაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მთავრობის იმავე ან ახალ შემადგენლობას. უმაღლესი საბჭო ახორციელებს ამ მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს.“.

 

21. 113-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 113

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობას. თუ უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არა უადრეს 15 და არაუგვიანეს 20 დღისა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, მთავრობის უნდობლობის საკითხის დასმა შემდეგი 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.“.

 

22. 1131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1131

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 7 დღის ვადაში ნიშნავს მთავრობის ახალ წევრს.

2. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობა ნახევარზე მეტით განახლდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 7 დღის ვადაში წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ნდობის მისაღებად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას.

3. უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება კონსტიტუციის 1122 მუხლით დადგენილი წესით.“.

 

23. კონსტიტუციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1132 მუხლი:

„მუხლი 1132

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტისას;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისას.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადადგომისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს თავის უფლებამოსილებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.“.

 

 

 

24. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 116

საქართველოს საკანონმდებლო აქტების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების, უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოსცემს დადგენილებებსა და განკარგულებებს.

 

25. მე-15 თავი ამოღებულ იქნეს.

 

26. მე-17 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი მეჩვიდმეტე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კონსტიტუციის გადასინჯვა“.

 

 

27. 155-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

28. 156-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 156

1.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არანაკლებ 3 000 ამომრჩეველს.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, რომელიც აქვეყნებს მას საჯარო განხილვისთვის. უმაღლეს საბჭოში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან 2 კვირის შემდეგ.

3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.“.

 

29.კონსტიტუციას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 თავი:

 

„თავი მეთვრამეტე

გარდამავალი დებულებები

მუხლი 157

 აფხაზეთის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივი აღდგენისა და უმაღლესი საბჭოს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შედგება საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის N662-11ს დადგენილებით განსაზღვრული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1991 წლის ოქტომბერში არჩეული დეპუტატებისა და საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 14 ივნისის N759 აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აფხაზეთიდან საქართველოს პარლამენტის წევრების შეყვანის შესახებ დადგენილებით.

 

მუხლი 2.

ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

 

მუხლი 3.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია

 

 

 

 

 

განმარტებითი ბარათი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი

კანონპროექტის მიღების მიზეზია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გარკვეული ნორმების შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ის ცვლილებები, რომლებიც ძალაში შევიდა 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. გარდა ამისა, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია აფხაზეთის კანონმდებლობაში, მათ შორის, კონსტიტუციაში არსებული ნაკლოვანებებით და მნიშვნელოვანი საკითხების გაუთვალისწინებლობით. მაგალითად, არ არის განსაზღვრული, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტისას, თუ ვინ შეასრულებს მის მოვალეობას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე; თუ ვინ განახორციელებს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისას.

ამასთანავე, აუცილებელია კონსტიტუციაში მოცემული ზოგიერთი საკითხის სრულყოფა და სათანადოდ მოწესრიგება.

 

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციის სრულყოფა. მისი 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედებულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. აფხაზეთის კონსტიტუციაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა და მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინება. სხვა საკითხების დახვეწა და სათანადოდ მოწესრიგება.

 

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

წარმოდგენილი კანონპროექტით კონსტიტუციას ემატება პრეამბულა. აგრეთვე ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციიდან მოქალაქეობისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ თავის ამოღება. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, განეკუთვნება მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას. შესაბამისად, დაუშვებელია ზემოდასახელებული საკითხების მოწესრიგება ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, ამ შემთხვევაში, კონსტიტუციით. აქედან გამომდინარე, აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციიდან მე-4 თავის ამოღება („მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი“).

კანონპროექტით ხდება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის კომპეტენციის დახვეწა და იმ ნაკლოვანების აღმოფხვრა, რომლითაც მას ეძლევა საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციების განხორციელება უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში.

2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებები. ამ უფლებამოსილებებს შორის კი არ არის გათვალისწინებული არც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და არც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნასა და გათავისუფლებაზე უმაღლესი საბჭოსთვის თანხმობის მიცემა. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები ასახულია წარმოდგენილ კანონპროექტში, რის შემდეგაც პრეზიდენტს აღარ აქვს აფხაზეთის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნასა და გათავისუფლებაზე უმაღლესი საბჭოსთვის თანხმობის მიცემა.

2014 წლის 28 მაისს აფხაზეთის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ წერილობით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნასა და გათავისუფლებაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის საკითხის განსახილველად. აღნიშნული საკითხი განხილვის პროცესშია. საკითხის გადაწყვეტამდე და კანონმდებლობაშიშესაბამისი ცვილების შეტანამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება ექნება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს.

ზემოგანხილული საკითხიდან გამომდინარეობს წინამდებარე კანონპროექტში გათვალისწინებული კიდევ ერთი ცვლილება. აფხაზეთის კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, აფხაზეთის მთავრობა პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე. ცვლილების შემდეგ კი მთავრობა პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინაშე.

აფხაზეთის მთავრობის უმაღლესი საბჭოს წინაშე პასუხისმგებლობის გამოხატულება იქნება უმაღლესი საბჭოსთვის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლებამოსილების მინიჭება. კონსტიტუციის დღევანდელი რედაქციის მიხედვით, უმაღლეს საბჭოს შეუძლია (პრეზიდენტთან შეთანხმებით) მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის გათავისუფლება, რაც, თავის მხრივ, იწვევს მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. თუმცა უფრო ეფექტიანი იქნება, თუ უმაღლეს საბჭოს ექნება მის წინაშე პასუხისმგებელი ორგანოს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის პირდაპირ გადაწყვეტის უფლებამოსილება და, არა ირიბად, როცა მას ამისთვის სჭირდება მთავრობის თავმჯდომარის გათავისუფლება.

აფხაზეთის კონსტიტუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლოვანება ის არის, რომ აფხაზეთის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტისას ახალი მთავრობის ფორმირებამდე ავტონომიური რესპუბლიკა რჩება მთავრობის გარეშე, ვინაიდან კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუ ვინ უნდა განახორციელოს მთავრობის მოვალეობა ამ პერიოდის განმავლობაში. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტისას მასვე ეკისრება მთავრობის უფლებამოსილების შესრულება ახალი მთავრობის დამტკიცებამდე.

კანონპროექტით უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, არ დაამტკიცოს მისთვის წარდგენილი მთავრობის შემადგენლობა და დასვას მთავრობის ცალკეული წევრის აცილების საკითხი.

სიახლეა ისიც, რომ დარეგულირდა მთავრობის თავმჯდომარის არყოფნის დროს მისი მოვალეობის შესრულების საკითხიც. ასეთ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას მისივე დავალებით შეასრულებს ერთ-ერთი მინისტრი.

აფხაზეთის კონსტიტუციის დღევანდელი რედაქციის თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციირება საერთო წესით ხდება. კანონპროექტის მიხედვით კი რეგულირდება აფხაზეთის კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხიც და განისაზღვრება კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციატივის მქონე სუბიექტთა წრეც.

წარმოდგენილი კანონპროექტით კონსტიტუციას ემატება მე-18 თავი, რომელიც მოიცავს გარდამავალ დებულებების, ამ თავის თანახმად, საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე და უმაღლესი საბჭოს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმურობა განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილებებით.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯების გამოყოფასთან.

 

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

 

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

 

ბ.დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი ფინანსური ვალდებულებები

კანონპროექტი არ იწვევს ავტონომიური რესპუბლიკისთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების დაკისრებას.

 

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება

კანონპროექტს მოსალოდნელი ფინანსური შედეგები არ გააჩნია.

 

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)

კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა.

 

გ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები

გ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში

კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

გ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ესქპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

 

გ.გ) კანონპროექტის ავტორი

კანონპროექტის ავტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია და საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია.

 

გ.დ) კანონპროექტის ინიციატორი

კანონპროექტის ინიციატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია და საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია.

.