დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის შევსების, სამგზავრო დოკუმენტში მისი დატანის წესისა და საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 240 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016428 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის შევსების, სამგზავრო დოკუმენტებში მისი დატანის წესისა და საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის №125 ბრძანებასა (www.matsne.gov.ge, 24/02/2015, სარეგისტრაციო კოდი - 140130000.22.034.016415) და ბრძანებით დამტკიცებულ წესში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი მაისიდან.“ 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მეორე (შუა) ნაწილი – კომბინირებულ, ღია ლურჯ და იისფერ ველზე მარჯვენა მხარეს ქართული ტრადიციული ორნამენტი (გელათი), მარცხენა მხარეს მოთავსებულია ფოლგა საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. მარჯვენა მხარეს, გილიოშის ბადეზე მკრთალადაა გამოსახული საქართველოს სახელმწიფო გერბი ერთ ფერში და მუქი ლურჯი კითხვარის წარწერები. მარცხენა ქვედა ნაწილში გამოსახულია მუქი წითელი სააღრიცხვო სერია და ნომერი.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 16 მარტიდან წამოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები