დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 75 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016735 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის აქტივობის მაჩვენებელი სტატუსი 1. გადასახადის გადამხდელს (მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ პირს) საქმიანობის აქტივობის შეფასების მიზნით ენიჭება ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი: ა) აქტიური გადამხდელი; ბ) პასიური გადამხდელი; გ) არამეწარმე ფიზიკური პირი; დ) ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელი. 2. აქტიური გადამხდელის სტატუსი გადასახადის გადამხდელს ენიჭება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობის არსებობისას. კერძოდ, თუ: ა) გადასახადის გადამხდელი ახლად რეგისტრირებულია; ბ) დაწყებულია გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაცია; გ) გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმშია; დ) გადასახადის გადამხდელი რეაბილიტაციის რეჟიმშია; ე) გადასახადის გადამხდელი რესტრუქტურიზაციის რეჟიმშია; ვ) გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული დეკლარაციები/გაანგარიშებები; ზ) გადასახადის გადამხდელს გადახდილი აქვს გადასახადები; თ) გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ბრუნვა საკონტროლო–სალარო აპარატზე; ი) გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ორგანოს მიერ შედგენილია საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; კ) დაწყებულია საგადასახადო შემოწმება; ლ) საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულია გადასახადების ან/და სანქციების თანხა; მ) გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადები; ნ) გადასახადის გადამხდელს აქვს მიღებული (დადასტურებული) ან/და გამოწერილი (მათ შორის დაუდასტურებელი) საგადასახადო (მათ შორის სპეციალური) ანგარიშ-ფაქტურა. 3. თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული არც ერთი პირობა, გადასახადის გადამხდელს ენიჭება პასიური გადამხდელის სტატუსი. 4. არამეწარმე ფიზიკური პირის სტატუსი ენიჭება საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ ყველა ფიზიკურ პირს, გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა. 5. ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელის სტატუსი ენიჭება: ა) გარდაცვლილ ფიზიკურ პირს; ბ) ლიკვიდირებულ ან რეორგანიზაციის (შერწყმა, გაყოფა) შედეგად გაუქმებულ იურიდიულ ან სხვა პირს. 6. აქტიური ან პასიური გადამხდელის სტატუსის მინიჭება ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ყოველი წლის 30 ივნისის და 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბოლო 2 წლის მანძილზე ამ მუხლის მე-2 და მე–3 პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით. 7. გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში კი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პირის გარდაცვალების თაობაზე მიწოდებული ინფორმაციის ან/და წარდგენილი გარდაცვალების მოწმობის და განცხადების საფუძველზე, საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში კეთდება ჩანაწერი – „ლიკვიდირებულია“, „გაუქმებულია რეორგანიზაციის შედეგად“ ან „გარდაცვლილია“ და მიეთითება ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და თარიღი. 8. გადასახადის გადამხდელის მოწმობა ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად გაუქმების შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის მიერ, ხოლო პირის გარდაცვალებისას – მემკვიდრის/სამკვიდრო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ ბარდება საგადასახადო ორგანოს. ლიკვიდირებული/რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული/გარდაცვლილი გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის შემდგომში სხვა პირზე მინიჭება დაუშვებელია.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები